ხესუს გამესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხესუს გამესი
Jesús Gámez.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხესუს გამეს დუარტე
დაბადების
თარიღი
10 აპრილი, 1985 (1985-04-10) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
ფუენხიროლა, ესპანეთი
სიმაღლე 1.82
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე კლუბი
ნიუკასლ იუნაიტედი
ნომერი 27
ახალგაზრდული კარიერა
1997–2000 ფუენხიროლა
2000–2004 მალაგა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2006 მალაგა B 40 (1)
2005–2014 მალაგა 266 (1)
2014–2016 ატლეტიკო მადრიდი 24 (0)
2016–2018 ნიუკასლ იუნაიტედი 7 (0)
ეროვნული ნაკრები
2005 ესპანეთი 23 წლ. 4 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 თებერვალი, 2018

ხესუს გამეს დუარტე (დ. 10 აპრილი, 1985) — ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს მარჯვენა მცველი პოზიციაზე.

ხესუსმა კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა ესპანურ კლუბ „მალაგაში“, რომელსაც შეუერთდა 2005 წელს და კლუბის შემადგენლობაში 293 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამესმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო „მალაგას“ B გუნდში 2003/04 წლების სეზონში მეორე დივიზიონში და დაეხმარა გუნდს სამი სეზონის განმავლობაში გათამაშებაში ადგილის შენარჩუნებაში. 2005/06 წლების სეზონში ის დააწინაურეს პირველ გუნდში. მისი დებიუტი შედგა 2005 წლის 27 ნოემბერს „ხეტაფესთან“ მატჩში, სადაც მან ითამაშა ხუთი წუთი, მისმა კლუბმა კი წააგო 2-3. იმ სეზონში ორივე გუნდი გავარდა ჩემპიონატებიდან.

შემდეგ სეზონში გამესი იყო კლუბის შეუცვლელი მოთამაშე. 2007/08 წლების სეზონში მან კლუბის მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და დაეხმარა კლუბს პრიმერადივიზიონში გადასვლაში ორწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ.

2011 წლის ზაფხულიდან ის გახდა მალაგას კაპიტანი. 2012 წლის 29 იანვარს მან კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა მე-200 მატჩი „სევილიას“ წინააღმდეგ.[1]

2014 წელს გამესმა დატოვა „მალაგა“ და სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“.[2] 2016 წლის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გამესი შეუერთდა ინგლისურ კლუბ „ნიუკასლ იუნაიტედს“[3]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროთასი ესპანეთის სუპერთასი ნაკრები ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
მალაგა B 2003/04 2 0 - - - - - - - - 2 0
2004/05 22 1 - - - - - - - - 22 1
2005/06 16 0 - - - - - - - - 16 0
მალაგა 2005/06 15 0 0 0 - - - - - - 15 0
2006/07 38 1 3 0 - - - - - - 41 1
2007/08 35 0 1 0 - - - - - - 36 0
2008/09 35 0 0 0 - - - - - - 35 0
2009/10 32 0 4 0 - - - - - - 36 0
2010/11 26 0 2 0 - - - - - - 28 0
ჯამში 221 2 10 0 - - - - - - 231 2

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატლეტიკო მადრიდი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთი 23 წლ.
  • ხმელთაშუაზღვისპირეთის თამაშები: 2005[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sevilla sunk by Boquerones; ESPN Soccernet, 29 January 2012
  2. La Liga: Malaga full-back Jesus Gamez sign three-year deal with champions Atletico Madrid. Sky Sports (8 აგვისტო, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 აგვისტო, 2014. წაკითხვის თარიღი: 8 აგვისტო, 2014.
  3. Jesus Gamez: Newcastle United sign Atletico Madrid full-back. BBC Sport (8 July 2016).
  4. Mediterranean Games 2005 (Spain). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 27 September 2016.