შინაარსზე გადასვლა

ხერესი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხერესი (ესპ: Jerez) გამაგრებული ღვინოა, რომელიც ანდალუსიის (ესპანეთი) ქალაქ ხერეს დე ლა ფრონტერას სიახლოვეს მოყვანილი თეთრი ყურძნით მზადდება. ხერესის უამრავი სახესხვაობა არსებობს, რომლებიც ძირითადად პალომინოს ჯიშის ყურძნისგან მზადდება. შეხვდებით როგორც მანსანიასა და ფინოს, ანუ მსუბუქსა და თეთრ სუფრის ღვინოებს, ასევე ამონტიადოსა და ოლოროსოს, რომლებიც კასრში დაძველებასთან ერთად, უფრო მუქი და ძლიერია გამხდარი. პედრო ხიმენესისა და მოსკატელის ჯიშის ყურძნებისგან დამზადებულ სადესერტო ღვინოებს, ზოგჯერ პალომინოსგან დამზადებულ ხერესს ურევენ. ევროპაში ხერესს დაცული წარმოშობის სტატუსი (PDO) აქვს და ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, ღვინო რომელიც დახარისხებულია როგორც ხერესი, უნდა მოდიოდეს ე.წ ხერესის სამკუთხედიდან. ეს არის არეალი კადისის პროვინციაში, ხერეს დე ლა ფრონტერას, სანლუკარ დე ბარამედასა და ელ პუერტო დე სანტა მარიას შორის.[1]

ფერმენტაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ღვინოს ყურძნის სპირტი ემატება რათა ალკოჰოლის შემცველობა მოემატოს.[2] ღვინოები კლასიფიცირებული, როგორც შესაფერისი ფინოსა და მანსანიასთვის "მაგრდება" იქამდე სანამ 15.5% ალკოჰოლს არ მიაღწევს. კასრში დაძველების გამო, ისინი საფუარის მაგვარ ფლორას იკეთებენ რაც ღვინოს ზედმეტი ჟანგვითი რეაქციებისგან იცავს. ღვინოები, რომლებიც როგორც ოლოროსო ისე უნდა დაძველდნენ, 17%-მდე მაგრდებიან. ისინი ფლორას არ იკეთებენ, შესაბამისად დროსთან ერთად ჟანგვითი რეაქციები მიმდინარეობს და ღვინო შედარებით მუქ შეფერილობას იღებს. ვინაიდან ღვინოთა გამაგრება ფერმენტაციის შემდეგ ხდება, ხერესის ღვინოთა უმეტესობა თავდაპირველად მშრალია და მხოლოდ შემდეგ ხდება მათში სიტკბოს დამატება. შედარებისთვის პორტვაინს, ფერმენტაციის პროცესის შუაში ამაგრებენ, რაც აღნიშნულ პროცესს აჩერებს და შესაბამისად მთელი შაქრის ალკოჰოლად გარდაქმნა ვეღარ ხდება.

  1. Quality Control - Vintage Direct დაარქივებული 2020-09-29 საიტზე Wayback Machine. Retrieved 10 January 2015.
  2. Jerez, Manzanilla y Vinagre de Jerez Archived from the original on 10 January 2015. Retrieved 10 January 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხერესი“-დან