ხელის მტევანი (ქართული სიმბოლო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დადიანებისა და ქალაქ სოხუმის დროშა.

ხელის მტევანი (ან უბრალოდ ხელი) — ქართული ძალაუფლების სიმბოლო.[1] „ხელი“ საქართველოში წარმოადგენდა სამეფო ძალაუფლების სიმბოლოს.[1] გილერმო სოლერის ხმელთაშუა ზღვის რუკის (1385 წ.) ფრაგმენტიდან ნათლად ირკვევა, რომ მის მიერ, ამ რუკის შედგენის დროს (XIV ს.), სოხუმი (იტალიურ რუკებზე Sauastopoli) სამეგრელოს მთავრების – დადიანების საკუთრებას წარმოადგენდა. იგივეს გვიდასტურებენ ფრედერუჩე დ ანკონის 1497 და დიეგო ჰომემის 1559 წლის რუკები (აგრეთვე იმავე პერიოდის უამრავი სხვა ევროპული რუკა) რომლებზეც ქ. სოხუმთან, იტალიურ ენაზე, აღნიშნულია Porto Mengrello (სამეგრელოს პორტი). სოლერის რუკაზე გამოსახული ხელის მტევანი ქ. სოხუმის დადიანებისადმი კუთვნილების სიმბოლოა . [1][2][3]

ნიმუშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ჯ. გამახარია, ლ. ახალაძე, დ. ჯოჯუა, აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები (საკითხავი წიგნი), გამომცემლობა "მერიდიანი", 2018. — გვ. 330, 331-332, ISBN 978-9941-25-542-7.
  2. Джемал Гамахария, Бадри Гогия, — Историческая область Грузии, Тбилиси: Агдгома, 1997. — გვ. 828-830.
  3. თ. ბერაძე, კ. თოფურია, მ. სანაძე, ბ. ხორავა, საქართველოს ისტორიული ატლასი. აფხაზეთი, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013 წ.. — გვ. 47, 48, 95-96. 115 გვ, ISBN 9789994050406.