ხასან კომახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხასან კომახიძე (დ. 1883, სოფელი აჭყვისთავი — გ. 1957) — ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

ხასან კომახიძე აღიარებულ სახალხო მთქმელად ითვლებოდა. იმ პერიოდის ლიტერატურული ცხოვრების შუაგულშიც იდგა. კლასიკური განათლება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ ქართულ წერა-კითხვას სრულყოფილად ფლობდა. მისი უშუალო თაოსნობითა და ხარჯით, 1925 წელს გამოვიდა ბათუმში მოღვაწე ახალგაზრდა ჯგუფის ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი „პონტოსი“. 1928 წელს მან თავისი მრწამსი ნათლად გადმოსცა წიგნში „ფუხარას სიტყვა“, სადაც წერს: "იმ დროს სკოლები არსად იყო. არსებობდნენ მხოლოდ მეჩეთებთან მედრესეები, სადაც სწავლობდნენ არაბულ ენაზე ლოცვებს. წერა-კითხვის შესწავლის სურვილი მაინც დიდი დარჩა ჩემში და 43 წლისამ შევედი მუშათა ფაკულტეტზე ბათუმში, სადაც გავეცანი ცხოვრების ავ-კარგს. დამაინტერესა მწერლობამ და სურვილი დამებადა შეძლებისდაგვარად ამეწერა აჭარის ცხოვრება. ეს ნაწარმოები უპირველესად თავისი პოეტური სიტყვით, ხალხური მელექსეობით ფასდება. დიდი ინტერესით იკითხება მისი ლექსები: „ზამთარი“, „მოწაფის სიმღერა“, „ბეგების სიმღერა“, „ოსმანის სიტყვა“ და სხვა.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ
  • შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.219

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

{{nplg ბიოგრაფია|00019295}