ხარისძირა
ხარისძირა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Helleborus niger | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Helleborus | ||||||||||||
|
ხარისძირა (ლათ. Helleborus) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. გვარი აერთიანებს ოცზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, უმთავრესად, ხმელთაშუაზღვისპირეთში, აღმოსავლეთით მათი არეალი მოდის მცირე აზიამდე.
საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: კავკასიური ხარისძირა (ლათ. Helleborus caucasicus), რომელსაც მოთეთრო-მომწვანო ყვავილები აქვს, იზრდება ტყეში, ტყისპირებზე და გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში და აფხაზური ხარისძირა (Helleborus abchasicus), რომლის ყვავილი ვარდისფერ-მეწამული, ზოგჯერ მოიისფროა. იზრდება კირქვებზე მთის შუა სარტყელში აფხაზეთსა და იმერეთში. ადრემოყვავილე დეკორატიული მცენარეებია.
აღწერა და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხარისძირას გვარი ნატიურია ევროპის უმეტესი ნაწილისათვის, დაწყებული ბრიტანეთის დასავლეთი სანაპიროდან, დამთავრებული თურქეთის ჩრდილოეთი სანაპიროებითა და კავკასიით. სახეობათა ყველაზე დიდი კონცენტრაცია გვხვდება ბალკანეთში.
საინტერესოა ხარისძირაზე გენეტიკოსების მიერ გამოყვანილი ჯიშები. მათ შორის, აღსანიშნავია ორმაგი ხარისძირა.[1]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გურგენიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 437.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- http://www.rhs.org.uk/learning/research/Sciencereport/Hellebore.pdf დაარქივებული 2005-05-14 საიტზე Wayback Machine.
- http://phengels.club.fr/CatalogueHelleborus.html დაარქივებული 2008-12-11 საიტზე Wayback Machine.
- http://www.ncbi.nlm.nih.gov/Taxonomy/Browser/wwwtax.cgi?mode=Info&id=46995
- http://www.hughnunn.co.uk/HarvingtonHellebores.asp დაარქივებული 2008-10-06 საიტზე Wayback Machine.
- http://www.broadviewgardens.co.uk/national-collection-of-hellebores.aspx დაარქივებული 2010-04-22 საიტზე Wayback Machine.
- http://www.ashwoodnurseries.com