ხანის წყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხანის წყარო

ხანის წყარო ― საინჟინრო ეთნოგრაფიული ძეგლი ბაღდათში, მდებარეობს მდ. ხანისწყლის სათავიდან სოფლის მიმართულებით მიმავალი სამანქანო გზის მარჯვენა მხარეს, გზის პირას. მასიური დიდი ზომის კლდის ლოდის ქვეშ გამომავალი წყალი ქვაშივე გამოთლილ მართკუთხა ფორმის ავზში გროვდება. კლდიდან, საიდანაც წყალი გამოდის, პატარა ქვის სადინარის საშუალებით ჩაედინება ავზში. სოფლის უხუცესებს ამ წყაროს და ქვის ავზის არსებობა ბავშვობიდან ახსოვთ და ამბობენ რომ მათი ბაბუების გადმოცემით ეს წყარო 2-3 საუკუნის უნდა იყოს. წყლის შემკრები ავზი ჰგავს ქვის საწნახელს, სადაც პრესით ხდებოდა ყურძნის დაწურვა. სითხის გადმოსადენი ღარი ზედაპირზე აქვს და არა ფსკერზე. წყლის ავზის ზომებია: სიგრძე — გარე მხარე 120 სმ, შიდა მხარე 88 სმ; სიგანე — გარე მხარე 90 სმ, შიდა 62 სმ; სიმაღლე — 70სმ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18580