ხათუნა კოტრიკაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხათუნა კოტრიკაძე (დ. 31 ივლისი, 1955 — გ. 15 თებერვალი, 2024[1]) — ქართველი მსახიობი.

პოპულარობა მოიპოვა ეკა ბერიძის როლით ფილმში „მხიარული რომანი” (რეჟისორი ლევან ხოტივარი, 1972). მონაწილეობა აქვს ასევე მიღებული ფილმებში — „მოიტაცეს თამარ ქალი” (რეჟისორი ლეილა გორდელაძე, 1971) და „მეთხუთმეტე ზაფხული” (რეჟისორი სოსო ჩხაიძე, 1971). მას შემდეგ სასცენო მოღვაწეობას ჩამოშორდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე. „რადიო თავისუფლება“. თებერვალი 15, 2024.