შინაარსზე გადასვლა

ჭყონდიდის ტაძრის წარწერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭყონდიდის ტაძრის წარწერები — ორი ძველი ქართული წარწერა ჭყონდიდის ტაძრიდან.

ტაძრის დასავლეთ დასავლეთ ფასადზე ამოკვეთილი ყოფილა ასომთავრული წარწერა, რომელიც 1850 წელს ტაძრის შეკეთებისას დაიღუპა. მისი ფრაგმენტები გამოაქვეყნა მარი ბროსემ:

ვიკიციტატა
„მფჱ აფხაზთა ...ა ცხრბათა აღაშენა წმიდაჲ ესე სანათლა ...დს..თგან ...ა წლთა ქ ქრონიკონსა სივ.[1]

წარწერას ასე კითხულობენ:

«[† ადიდენ ღმერთმან ბაგრატ] მეფჱ აფხაზთა[ჲ ორთავე შინ]ა ცხორებათა. აღაშენა წმიდაჲ ესე სანათლა[ვი] დასაბამითგან[თა] წელთა [ხ]ქ (=6600), ქრონიკონსა სივ (=216)».

წარწერა თარიღდება 996 წლით (780+216=996). დასაბამითგან უნდა აღდგეს ხქ (6600–5604=996).

ეკლესიის დასავლეთ ფასადზე მოთავსებულ ქვის ფილაზე შესრულებული ქრისტეს გამოსახულების ორივე მხარეს გვაქვს ასომთავრული წარწერა:

ვიკიციტატა
„იჳ ქე მე ვყო ცდ ჴელი ჩმი ვფოცო მრჯნესა ჩემსა და ვთქა ცხლ ვარ მე ოკე.[2]

ანუ:

ვიკიციტატა
„იესუ ქრისტე, მე ვყო ცად ჴელი ჩემი, ვფუცო მარჯუენესა ჩემსა და ვთქუა: „ცხოველ ვარ მე უკუნისამდე“.“

წარწერა პირველი წარწერის თანადროული ჩანს.

  • კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997
  1. M. Broseet, Rapports sur un Voyage archeologique dans la Géorgie et l'Arménie, VII, p. 12-13
  2. M. Broseet, Rapports sur un Voyage archeologique dans la Géorgie et l'Arménie, VII, p. 25