ჭურჭელაურების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭურჭელაურების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურჭელაურების ჩრდილოეთით, მთის წვერზე განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,5x3,95 მ). უაფსიდო, ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,3-1,5 მეტრია. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილი სარკმლის მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში ყოფილა. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში პატარა სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]