ჭრელი კოდალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭრელი კოდალა

მდედრი დიდი ჭრელი კოდალა (Dendrocopos major)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Dendrocopos (Koch, 1816)

ჭრელი კოდალა ან კოდალა (ლათ. Dendrocopos) — ფრინველთა გვარი კოდალასნაირთა რიგისა. მოიცავს 20-21 სახეობას. გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მცირე და საშუალო ზომის ფრინველებია. ეწევიან მეხეურ ცხოვრებას. იკვებებიან მწერებით, რომლებიც გრძელი, სწორი და კონუსისებრი ნისკარტის საშუალებით ამოჰყავთ ხის ქერქიდან. შეფერილნი არიან ჭრელ, შავ-თეთრად; ბევრ მათგანს ახასიათებს წითელი ლაქები თავსა და სხეულის სხვა ნაწილებზე. ბუდობენ ხის გამხმარი ნაწილის ფუღუროებში. კვერცხები მოგრძო და თეთრია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brett W. Benz, Mark B. Robbinsa, A. Townsend Peterson. Evolutionary history of woodpeckers and allies (Aves: Picidae): Placing key taxa on the phylogenetic tree // Molecular Phylogenetics and Evolution. — 2006. — Т. 40, № 2. — С. 389-399. (ინგლისური)
  • Бёме Р. Л., Флинт В. Е. Птицы. // Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — 845 с. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0. (რუსული)