ჭოროხის განძი
იერსახე
„ჭოროხის“ განძი — გვიანი ბრინჯაოს ხანის კოლხეთის მატერიალური კულტურულის ძეგლი სოფელ „ჭოროხიდან“ (აღმოჩენის ადგილი დასაზუსტებელია). აღმოაჩენილია 1953 წელს ციტრუსების პლანტაციისათვის ნიადაგის დამუშავების დროს.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განძში შემავალი 16 ცული თიხის ჭურჭლით ყოფილა დაფლული მიწაში. მათგან ორი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (15-54/1,2).
„ჭოროხის“ განძის ერთ-ერთი ცული ეკუთვნის კოლხური ცულის პროტოტიპებს, ხოლო მეორე პროტოტიპებიდან კოლხური ცულის პირველ ტიპზე გარდამავალი ფორმისაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალ. რამიშვილი, „კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან“: სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბრინჯაოს ნაწარმი. - ბათუმი: საბჭ. აჭარა, 1974.