ჭორვილის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭორვილის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია ციხის გალავანშია მოქცეული, ტრაპეციის ფორმის გეგმაში აღმოსავლეთით კოლოფა აფსიდია ჩახაზული. აფსიდის მხრები ერთსაფეხურიანია. სარკმლის აქეთ-იქით საკურთხევლის კედელში თითო ნიშაა გამოკვეთილი. დარბაზის გრძივი კედლები თითო პილასტრითაა დაყოფილი. დარბაზს ორი სარკმელი აქვს, ერთი სამხრეთ კედელში, პილასტრის მარჯვნივ, მეორე კი დასავლეთ კედელში, შიგნიდან თაღოვანი, ნაოთხალიანი კარის ზემოთ. შეინიშნება ფრესკის კვალი. ფასადები ნამსხვრევი ქვითაა მოპირკეთებული. წყობა შეძლებისდაგვარად თარაზულია. დასავლეთ კარს ამშვენებს უზარმაზარი, კვადრატული ფორმის ბალავრის ქვა, რომელზეც წრიულ ჩაჭრილ ფონზე გამოსახულია დიდი ჯვარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9088