ჭიკაანის ნაგებობის ნაშთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიკაანის ნაგებობის ნაშთი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭიკაანის მიდამოებში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,6 მეტრია, სისქე – 0,8 მეტრი. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. წაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ (11,2 x 7,7 მეტრი). შენობა ნაგები ყოფილა ნატეხი ქვის სწორი რიგებით. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან თაღოვანია. შიგნიდან კი, თარაზულადაა გადახურული. ინტერიერი განივი, კაპიტალური კედლით (შემორჩენილია ჩრდილოეთ ნაწილის ნაშთი) ორ არათანაბარ ნაწილად იყო გაყოფილი. მათგან აღმოსავლეთისა სამჯერ უფრო დიდია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]