ჭიკაანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიკაანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის ადგილ ძმიანის აღმოსავლეთით, ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. დასავლეთ კედელი და დასავლეთის ორივე კუთხე დაზიანებულია. სახურავს საბურავის მნიშვნელოვანი ნაწილი აკლია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი არქიტრავიანია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ღერძზე თითო სარკმელია. სწორკუთხა საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია ქვის სქელი კედლით, რომელშიც ორი კარია გაჭრილი. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშია. სარკმლის წინ ტრაპეზის ქვა დგას. დარბაზი ისრული კამარითაა გადახურული. ფასადები სადაა. კედლები გადახურულია თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია დიდი ზომის ფიქლის ფილებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]