ჭანეთისა და ლაზისტანის განმათავისუფლებელი კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჭანეთისა და ლაზისტანის განმათავისუფლებელი კომიტეტი — პროქართული განწყობის კომიტეტი ჭანეთსა და ლაზეთში. დაარსდა 1919 წლის 1 მარტს, ქალაქ ფოთში. მიზნად ისახავდა იდეოლოგიური მუშაობის დაწყებას ლაზეთში პროქართული განწყობის გასაზრდელად. გამოუშვა სხვადასხვა მოწოდება ლაზებისადმი. არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, კომიტეტმა მალევე შეწყვიტა არსებობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯაბა სამუშია, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 526, თბ., 2018 წელი.
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა. 1919, № 50