ჭამალალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჭამალალები — დაღესტნის ანდიური ჯგუფის ხალხთა ჯგუფში შედიან. აღსანიშნავია, რომ იოანე ბაგრატიონის მონაცემებით, XVIII საუკუნის ბოლოს მათი რაოდენობა დაახლოებით 1207 კომლი ყოფილა.

ჭამალალები ევროპეიდული რასის კავკასიურ ტიპს მიეკუთვნებიან, საკმაოდ მაღლები და გრძელსახიანები არიან. თმები, კანი და თვალები ღია ფერის აქვთ.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭამალალური ენა ჩრდილოეთ დაღესტნურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ანდიურ ქვეჯგუფში შედის. აქვს ორი დიალექტი.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭამალალებისათვის მესაქონლეობა და მიწათმოქმედება არის დამახასიათებელი, რომელშიც წამყვანია მომთაბარე მეცხვარეობა, მიწათმოქმედებას კი მეორეხარისხოვანი ადგილი უკავია. ნაწილობრივ განვითარებული იყო მებაღეობა და მევენახეობაც, ხელოსნობის დარგებიდან განვითარებული იყო მაუდის, ნაბდების, ფარდაგების, სპილენძის ჭურჭლის წარმოება, ხის ჭურჭლის დამზადება, ასევე ვერცხლის დამუშავება, მჭედლობა და ტყავის დამუშავება. ტანსაცმელზე ატარებდნენ სხვადასხვაგვარ სამკაულებს, ვერცხლის მონეტებს, საყურეებს, ვერცხლისა და სპილენძის ძეწკვებს. ძველად მამაკაცებისთვის აუცილებელი ატრიბუტი იყო ხანჯალი, ვერცხლის ან წვრილი სპილენძის სარტყელი. ხინკალი ჭამალალების ყოველდღიური საჭმელი იყო. აკეთებდნენ სხვადასხვაგვარ ფაფებს.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭამალალები მუსლიმი-სუნიტები არიან. მათ შემორჩენილი ჰქონდათ ზოგიერთი წარმართობის დროინდელი რწმენა-წარმოდგენა. წვიმის გამოწვევის მიზნით, გვალვის დროს სოფლის ყველა მცხოვრები მიდიოდა მთაში, კლავდნენ სამსხვერპლო კვიცს და მის სისხლს ტბაში ასხამდნენ, ხოლო ცხოველის ტყავს ტბაში აგდებდნენ, სწორედ ამ დროს კითხულობდნენ ლოცვას და მიმართავდნენ ღვთაებას, რომ მას წვიმა მიეცა მათთვის. ასეთი რწმენა წარმოდგენები არაერთია შემორჩენილი დღესაც ჭამალალებში.

ფოლკლორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭამალალებს აქვთ მდიდარი სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორი. სიმღერებს ძირითადად ხუნძურ ენაზე ასრულებენ. მათი ძირითადი მუსიკალური ინსტრუმენტია ფანდური, ზურნა და დაირა. კალენდარული დღესასწაულებიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირველი ხნულის გავლებას. შემორჩენილია წინაპრების კულტი, მაგიის სხვადასხვა ფორმა.

დღევანდელი ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის ჭამალალებს არაერთი პრობლემა აქვთ, მათ შორის უმთავრესია, ეთნოსის გათიშვა, რადგან ჩაჩნეთის შატოის რაიონში მცხოვრებ ჭამალალებს წინაპრების თავდაპირველი განსახლების არეალთან ინტენსიური კავშირი თითქმის აღარ აქვთ. მძიმე სიტუაციაა ტერიტორიასთან ერთად ენის მხრივაც. ჭამალალური ენა მხოლოდ ოჯახში სალაპარაკო ენაა, მისი ლექსიკური ფონდი საკმაოდ სწრაფად ღარიბდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]