არჩილ ჭავჭავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭავჭავაძე, არჩილ)
Jump to navigation Jump to search
არჩილ ჭავჭავაძე 1882 წ.

არჩილ გულბაათის ძე ჭავჭავაძე (დ. 1841, სოფ. წინანდალი, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი ― გ. 10 ივლისი [ძვ. სტ. 27 ივნისი], 1902, თბილისი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1896). კავალერიის გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო სამსახური დაიწყო 1862 წელს პროპორშჩიკის ჩინით. ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკისა და კავკასიის მე-12 სახაზო ათასეულის შემადგენლობაში 1862-1864 მონაწილეობდა კავკასიის ომების (1817–1864) უკანასკნელ ოპერაციებში დასავლეთ კავკასიაში. 1876 მიიღო მაიორის ჩინი. 1877 ახლადჩამოყალიბებული დაღესტნის ცხენოსანთა ბრიგადის მე-3 პოლკის მეთაური იყო. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ავლარის მთასთან 1877 წლის 3 ოქტომბერს/15 ოქტომბერს გამართულ ბრძოლაში, ყარისის აღებაში 1877 წლის 6 ნოემბერს/18 ნოემბერს, არზრუმთან ბრძოლებში. 1879 წელს ჭავჭავაძე დანიშნეს დაღესტნის ცხენოსანთა 1-ლი პოლკის მეთაურად, იგი მონაწილეობდა იმიერკასპირეთში რუსეთის არმიის ახალთექის (1879 აგვისტო) ექსპედიაში. 1883 ჭავჭავაძეს მიენიჭა პოლკოვნიკობა. 1889-1896 წლებში იყო სევერსკის პოლკის მეთაური. 1896-1902 - კავალერიის ბრიგადის მეთაური, ხოლო 1902 წლის 11 ივნისს/24ივნისს დაინიშნა კავკასიის კავალერიის დივიზიის მეთაურად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]