ზაქარია ჭავჭავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზაქარია ჭავჭავაძე

ზაქარია ჭავჭავაძე (25 ოქტომბერი 1825, წინანდალი22 ოქტომბერი 1906 თბილისი) — თავადი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1893).

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში, წინანდალში. 1852-59 წწ. მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1847 წლიდან მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. ყირიმის ომის (1853-56) დროს კავკასიის ფრონტზე მეთაურობდა ჯერ ესკადრონს, შემდეგ დივიზიონს. თავი გამოიჩინა 1853 წ. 19 ნოემბრის ბაშკადიკლარისა და 1854 წ. 24 ივლისის ქურუქ-დარის ბრძოლებში. ყირიმის ომის შემდეგ კვლაბ იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიელი ამბოხებულების წინააღმდეგ. 1859-64 წწ. მეთაურობდა ჯერ დაღესტნის ცხენოსანთა, შემდეგ კი ტვერის დრაგუნთა პოლკს. მონაწილეობდა შამილის უკანასკნელი სიმაგრის — ღუნიბის იერიშში. რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-78) სარდლობდა კავკასიის ფრონტზე მოქმედი კორპუსის კავალერიას. მონაწილეობდა ომის მსვლელობისას განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. 1878-85 მეთაურობდა კავალერიის დივიზიას, 1885-93 — კავკასიის არმიის 1-ლ კორპუსს.

გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია შუამთაში. მისი უმცროსი ძმა, არჩილ ჭავჭავაძე იყო რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი; ვაჟი, ალექსანდრე — რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავრიშვილი, ვ., ქსე, ტ. 11, გვ. 377. თბ., 1987