ასლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წყვილმარცვალა)
Jump to navigation Jump to search
ასლი
ასლის თესლი
ასლის თესლი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ხორბალი
სახეობა:  ასლი
ლათინური სახელი
Triticum dicoccum

ასლი, წყვილმარცვალა (Triticum dicoccum) — ერთწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. აერთიანებს მთელ ქვესახეობებსა და კილიანი ხორბლის ფორმებს.

ასლის თავთავი მტვრევადია, მკვრივი და უმეტესად ფხიანი. მარცვალი ზის ყვავილის კილში. თითოეულ თავთუნში 2 მარცვალია (აქედან სახელწოდება წყვილმარცვალა).

კულტურაში ცნობილია უძველესი დროიდან — აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპაში. ამჟამად ასლს მცირე ფართობი უჭირავს უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთში, ვოლგისპირა და კავკასიის ზოგიერთ რაიონებში.

საქართველოში იგი მთიან ზონაშია (ფშავ-ხევსურეთი, სამხრეთი ოსეთი, დმანისის, წალკის, ახალქალაქის, თიანეთის რაიონები) აქა-იქ შემორჩენილია.

ასლი გვალვაგამძლეა, ჩაწოლა არ ახასიათებს, ჟანგა და გუდაფშუტოვან დაავადებათა მიმართ გამძლეა, იყენებენ ხორბლის სელექციაში, მარცვლისაგან ამზადებენ ფქვილსა და ფურაჟს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ასლი&oldid=3699637“-დან