ასლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ასლი
ასლის თესლი
ასლის თესლი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ერთლებნიანები
ოჯახი: მარცვლოვანნი
გვარი: ხორბალი
სახეობა: ასლი
ლათინური სახელი
Triticum dicoccum

ასლი, წყვილმარცვალა (Triticum dicoccum), ერთწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. აერთიანებს მთელ ქვესახეობებსა და კილიანი ხორბლის ფორმებს. ასლის თავთავი მტვრევადია, მკვრივი და უმეტესად ფხიანი. მარცვალი ზის ყვავილის კილში. თითოეულ თავთუნში 2 მარცვალია (აქედან სახელწოდება წყვილმარცვალა). კულტურაში ცნობილია უძველესი დროიდან — აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპაში. ამჟამად ასლს მცირე ფართობი უჭირავს უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთში, ვოლგისპირა და კავკასიის ზოგიერთ რაიონებში. საქართველოში იგი მთიან ზონაშია (ფშავ-ხევსურეთი, სამხრეთი ოსეთი, დმანისის, წალკის, ახალქალაქის, თიანეთის რაიონები) აქა-იქ შემორჩენილია. ასლი გვალვაგამძლეა, ჩაწოლა არ ახასიათებს, ჟანგა და გუდაფშუტოვან დაავადებათა მიმართ გამძლეა, იყენებენ ხორბლის სელექციაში, მარცვლისაგან ამზადებენ ფქვილსა და ფურაჟს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ასლი&oldid=2364594“-დან