სეხნია წულუკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წულუკიძე, სეხნია)

სეხნია წულუკიძე (გ. 1846) — იმერეთის სამეფოს XVIII საუკუნის მიწურულისა და XIX საუკუნის დასაწყისში პოლიტიკური მოღვაწე. ერთ ხანს სოლომონ II-ის ერთ-ერთი უახლოესი ვეზირი, მდივანბეგი. 1795 იმერეთის იმ ლაშქარში იმყოფებოდა, რომელიც აღა-მაჰმად-ხანთან ბრძოლის დროს ერეკლე II-ს მიეშველა. შემდეგ, 1819-1820, მონაწილეობდა მეფის რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილ იმერეთის აჯანყებაში. 1820 რუსეთს გადაასახლეს. 1821 იმერეთში დაბრუნდა. 1829 რუსეთ-თურქეთის ომში უფროსობდა იმერეთის მილიციას. მონაწილეობდა 1841 გურიის აჯანყების ჩაქრობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 349.
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 2, თბ., 1981;
  • Махарадзе Н. Б., Восстание в Имеретии 1819-1820 гг., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]