წინანდლის თეთრაანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წინანდლის თეთრაანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ წინანდლის სამხრეთით, 6-7 კილომეტრზე. მდინარე კისისხევის მარჯვნივ შენაკადის წვრილხევის მარჯვენა ნაპირას, თეთრაანად წოდებულ ადგილში. თარიღდება VIII-XI საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, გარეთა კედლების ქვედა ნაწილებში შიგადშიგ ლოდებია ჩატანებული. ხოლო კუთხეები შერჩეული, დიდი ქვებითაა გამოყვანილი, რომელთა შორის, ადგილ-ადგილ შირიმის არცისე სუფთად დამუშავებული ქვებიცაა ჩართული წყობა, ძირითადად, ირეგულარულია. შესასვლელი სამია სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. სამივე კარი გარედან თარაზულად ლოდითაა გადახურული, შიგნიდან კი ნალისებრი თაღით. აღმოსავლეთით ღრმა, უჩვეულოდ მკვეთრად გადმოხატული ფორმის, ნალისებრი აფსიდია,რომელიც ეკლესიის დანარჩენი სივრცისგან საშუალო სიგანის მხრებითა და საკმაოდ მაღალი „შუბლითაა“ გამოყოფილი აფსიდი გადახურული დადაბლებული აფსიდის მხრებზეა დაყრდნობილი, შიდა კი შეკიდულ პილასტრებზე რომლებსაც ძირი ცერად აქვს ჩამოკვეთილი. გარეთა თაღის ქუსლებთან გამოყოფილა სწორხაზოვანი პროფილის მქონე, შირიმის ქვის იმპოსტები. იგივე მასალისა და პროფილისაა დანარჩენი თაღების იმპოსტებიც. საკურთხეველში ერთი, ნალისებრი თაღით დასრულებული, ვიწრო სარკმელია, რომელიც ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ, ნალისებრთაღოვანი არეში. სარკმლის გვერდებზე თითო, პატარა სწორკუთხაა ნიშაა. აფსიდის კედელს, მთელ სიგრძეზე ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გაუყვება. დაბრაზის გრძივი კედლების შუაში თითო, მარტივი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენ თაღს ეყრდნობა.

საბჯენი თაღებიც და კამარაც ნალისებრი მოყვანილობისაა. პილასტრების გვერდებზე კედლები თითო საფეხურითაა შეღრმავებული, რომლებიც რიყის თხელი ქვით გამოყვანილი ოდნავ გაბრტყელებული თაღებით სრულდება.მათ შორის თაღების აღმოსავლეთ წყვილში, თაღის საყრდენი დასავლეთის საფეხური, აღმოსავლეთის საფეხურის მსგავსად, იატაკიდან კიარ იწყება არამედ შირიმის, პროფილირებულ კოსოლზეა დაყრდნობილი რომელიც იატაკიდან 3,2 საიმაღლეზეა. ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადია გაფორმებული. ფასადის ღერძზე ქვემოთ, სარკმლის ვიწრო ღიობია, შირიმის ოთხკუთხა ქვაში გამოკვეთილი ნალისებრი თაღით, რომლის კიდეს ვიწრო რელიეფური სათაურია მოკლე ჰორიზონტალური გადანაკეცებით ბოლოებში უფრო ზემოთ 1 მეტრი სიგანისა და 1,5 მეტრი სიმაღლის ბრტყელი ნიშაა, რომელშიც წყობიდან შვერილი, შირიმის ქვებით გამოყვანილი ჯვარია ჩასმული დასავლეთის ფონტონის წყობაში, შირიმის თაროსებრი ლავგარდნით რომლის ნაწილი აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეა შემორჩენილი. ეკლესიის სამივე შესასვლელი წინ სწორკუთხა მინაშენია, რომლებიც ეკლესიის წყობით არ ებმის. მათ შორის ძლიერი დაზიანებების გარეშე, მხოლოდ ჩრდილოეთის კედლები თითქმის მთლიანად, მიწითაა დაფარული დასავლეთის მინაშენის კედლები კი, დაახლოებით 2,5 მეტრის სიმაღლეზე დგას. ჩრდილეთ მინაშენში მოხვედრა კი მხოლოდ ეკლესიიდან არის შესაძლებელი. მინაშენის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო, ოთხკუთხაა ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული სარკმელი მის გვერდებზე თითო, მცირე, ოთხკუთხავე ნიშაა. მოწყობილი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშიცაა. შიგნით მინაშენი გადახურული იყო ნახევარცილინდრული კამარით რომლის ღერძი ეკლესიის კედლის პერპენდიკულარულია. გარედან მინაშენის კედლები დასრულებული იყო ორსაფეხურიანი, თაროსებრი ლავგარდნით. მინაშენი გადახურული იყო ორკალათა სახურავით. შიგნით ცილინდრული კამარა, ხოლო გარდან ორკალათა სახურავი ეხურა დასავლეთის და სამხრეთის მინაშენებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]