წვრილყვავილა ონოსმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წვრილყვავილა ონოსმა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ონოსმა
სახეობა:  წვრილყვავილა ონოსმა
ლათინური სახელი
Onosma tenuiflora Willd., 1798
სინონიმები[1]

წვრილყვავილა ონოსმა (ლათ. Onosma tenuiflora) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 10–30 სმ სიმაღლის ღერო, იგი მარტივი ან ნაკლებად დატოტვილია, მონაცრისფრო, წამოწეული ან აღმავალი, სქლად შებუსული. ქვედა ფოთლები ხაზურ-ნიჩბისებურია, ზედა ფოთლები ხაზურია. ჯამის ფოთლებიც ხაზურია და სქლად შებუსული. გვირგვინი მოყვითალოა, ცილინდრული ფორმის. ყვავის აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს ივლისში.[2]

გავრცელებულია სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში. გვხვდება, ძირითადად, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. იზრდება ქვიან ფერდობებსა და კლდეებზე.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Onosma tenuiflora Willd. | Kew Science. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2021
  2. 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 114.