პაპუნა წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთელი, პაპუნა)
Jump to navigation Jump to search
პაპუნა წერეთელი
1740 - 1790
ეროვნება ქართველი
ჯარის სახეობა ზემო იმერეთის ჯარის სარდალი
წოდება მოლარეთუხუცესი
ბრძოლები/ომები ხრესილის ბრძოლა
რუხის ბრძოლა

პაპუნა ქაიხოსროს ძე წერეთელი (დ. 1740 ― გ. 1790) — იმერეთის სამეფოს სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე. "ზემო ქვეყნის", "ზემო მხარის" (ზემო იმერეთის) სარდალი, მოლარეთუხუცესი. სოლომონ I-ის პოლიტიკური მიმდევარი და მისი ერთგული თავადი. 1779 იყო იმერთა ჯარის "სპასალარი" რუხის ბრძოლაში. დიდი როლი შეასრულა დავით II გიორგის ძის გამეფებაში, შემდეგ ბერი წულუკიძესთან ერთად მეთაურობდა თავადთა იმ ჯგუფს, რომელმაც დავით გიორგის ძე ტახტიდან ჩამოაგდო და სოლომონ II-ის სახელით გაამეფა ტახტის პრედენდენტი დავით არჩილის ძე. პაპუნა წერეთლის სახელთანაა დაკავშირებული მოდინახეს ციხის აშენება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784-1789 წწ., «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1960;
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 2, თბ., 1981;
  • სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 308, თბ., 1987 წელი.