წაღვლის პირველი ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის ნამოსახლარი და სამაროვანი.

წაღვლის პირველი ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამ კილომეტრზე, მდინარე წაღვლურის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ლეკიკალიაზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ანტიკური და ფეოდალური ხანით.

ნამოსახლარზე აიკრიფა თიხის ჭურჭლისა და ბათქაშის ნატეხები, რკინის თავხვია საკინძი და სხვა მასალები. ტერასის ჭრილში ჩანს ნაცროვანი ფენები და თიხის ჭურჭლის ნატეხები.

ნამოსახლარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შემაღლებულ ადგილას სამაროვანია. აქ მიწის სამუშაოების დროს იპოვება ბრინჯაოს ნივთები, მძივები და ადამიანის ძვლები. მასალა ინახება სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კაბინეტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]