წაღვლის პირველი ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის ნამოსახლარი.

წაღვლის პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთ-დასავლეთით, ერთ კილომეტრზე, მდინარე წაღვლურის მარცხენა ნაპირზე, ადგილ გალავნებში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ფეოდალური ხანით. ნამოსახლარი განლაგებულია ბორცვზე. იპოვება წნელისანაბეჭდიანი ბათქაშისა და ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. მდინარის პირას ფლატეში ჩანს სქელი ნაცროვანი ფენები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]