წაღვლის მერვე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის ნამოსახლარი.

წაღვლის მერვე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთით, 1,5 კილომეტრზე, სოფელ კლდისწყაროსაკენ მიმავალი გზის დასავლეთით. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ანტიკური და ფეოდალური ხანით. ნამოსახლარი სამოსახლო ბორცვებისაგან შედგება, რომელთაგან ერთი ბუნებრივ გორაკზეა, ხოლო ოთხი ამ გორაკის ჩრდილოეთით, ხელოვნურ ბორცვზე. ნამოსახლარზე აიკრიფა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ზოომორფული კერამიკული გამოსახულებები, კაჟის ნამგლის ჩასართები, ბათქაშის ფრაგმენტები და ბრინჯაოს თავხვია საკინძი. მასალა ინახება სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კაბინეტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]