წაღვლის მეორე სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის სამაროვანი.

წაღვლის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთით, 1,5 კილომეტრზე, სოფელ კლდისწყაროსთან დამაკავშირებელი გზის აღმოსავლეთით, ვენახებში, ადგილ ყვირილაკარში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით. სამაროვანზე შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს შუბისპირი, ორთითი, კაჟის ნამგლის ჩასართი და კვირისტავი. მოპოვებული მასალა ინახება სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კაბინეტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]