ძურძნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძურძნის ეკლესია — ნაეკლესიარი ისტორიულ პალაკაციოს სოფელ ძურძნაში, თანამედროვე ქალაქი ჩილდირი, ჩილდირის რაიონი, არტაანის პროვინცია, თურქეთი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში მოინახულა ძეგლი. მის დროს შემორჩენილი იყო მხოლოდ საძირკველი და აქა-იქ მიმოფანტული დიდი საფლავის ქვები.

2019 წელს ძეგლის აღსაღწერად გასულმა ტაო-კლარჯეთის ძეგლების საკვლევმა ჯგუფმა მოინახულა ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე ადგილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით იდგა ლიტერატურაში ცნობილი ტაძარი და მიუთითეს მისი მდებარეობის ადგილი (41°07′30″ ჩ. გ. 43°08′02″ ა. გ. / 41.1250889° ჩ. გ. 43.1340833° ა. გ. / 41.1250889; 43.1340833). ექსპედიციამ ადგილზე ვერანაირი არტეფაქტი ვერ აღმოაჩინა. ძეგლის ადგილას ამჟამად საცხოვრებელი სახლია განთავსებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]