ძნელია ღმერთობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძნელია ღმერთობა
სრული სათაური პირველი გამოცემის თავფურცელი,
მხატვარი ი. ოგურცოვი
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
ავტორი ძმები სტრუგაცკები
დაწერილია 1963
გამოცემულია 1964
ქართულად თარგმნა ქეთევან ნიკოლეიშვილმა
წინა Far Rainbow
შემდეგი Disquiet

„ძნელია ღმერთობა“ (რუს. Трудно быть богом) — არკადი და ბორის სტრუგაცკების სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი. დაიწერა 1963 წელს, პირველად გამოქვეყნდა 1964 წელს საავტორო კრებულში „შორეული ცისარტყელა“. 1989 წელს არკადი სტრუგაცკიმ ნაწარმოების მიხედვით დაწერა პიესა „უიარაღოდ“.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება მიმდინარეობს შორეულ მომავალში ერთ-ერთ დასახლებულ პლანეტაზე, რომლის ცივილიზაციის განვითარების დონე შეესაბამება დედამიწის შუა საუკუნეებისას. ამ ცივილიზაციას თვალყურს ადევნებენ დედამიწელი მზვერავები — ექსპერიმენტული ისტორიის ინსტიტუტის მუშაკები. მათი საქმიანობა პლანეტაზე შეზღუდულია დასმული პრობლემის ჩარჩოებით — უსისხლო ზემოქმედების პრობლემისა. მანამ კი ქალაქ არკანარსა და არკანარის სამეფოში საშინელი ამბები ხდება: რუხი მოიერიშეები იჭერენ და სიკვდილამდე ცემენ ნებისმიერს, ვინც, ასე თუ ისე, განსხვავდება რუხი მასისგან; ჭკვიანი, განათლებული ან, უბრალოდ, ნაკითხი ადამიანი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოკვდეს მთვრალი, სულელი და ბოროტი რუხი ჯარისკაცის ხელით. არკანარის მეფის სამეფო კარი, რომელიც ჯერ კიდევ ახლახან იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული იყო, დაცარიელდა. მეფის დაცვის ახალმა მინისტრმა, დონ რებამ (არცთუ ისე დიდი ხნის წინ სამინისტროს კანცელარიებიდან თავგამოყოფილი, არაფრით გამორჩეული ჩინოსანი, ამჟამად — გავლენიანი ადამიანი სამეფოში), არკანარის კულტურა საშინლად გააცამტვერა: ვიღაცას ჯაშუშობაში დასდეს ბრალი, გამოამწყვიდეს ციხეში, რომელსაც მხიარული კოშკი ჰქვია, შემდეგ აიძულეს, ეღიარებინა ყველა ბოროტმოქმედება და ბოლოს მოედანზე ჩამოახრჩვეს; ვიღაც, მორალურად განადგურებული, აგრძელებს სამეფო კარზე ცხოვრებას, წერს მეფის საქებ პატარა ლექსებს. ზოგი მათგანი სიკვდილისგან იხსნა და არკანარის საზღვრებს მიღმა გადაიყვანა დედამიწელმა მზვერავმა ანტონმა, რომელიც არკანარში კეთილშობილი დონ რუმატა ესტორელის სახელით ცხოვრობს და სამეფო დაცვის სამსახურში მუშაობს.

ტყის პატარა ქოხმახში, რომელსაც ხალხი ლოთის ბუნაგს უწოდებს, ერთმანეთს ხვდებიან რუმატა და დონ კონდორი — სოანის სავაჭრო რესპუბლიკის გენერალური მოსამართლე და დიდი ბეჭდების მცველი და დედამიწელი ალექსანდრ ვასილიევიჩი, რომელიც ანტონზე გაცილებით უფროსია. გარდა ამისა, იგი პლანეტაზე უკვე მრავალი წელია ცხოვრობს და უკეთ ორიენტირებს. ანტონი მას აღელვებულად უხსნის, რომ მდგომარეობა არკანარში სცდება საზღვრებს საბაზისო თეორიისა, რომელიც ინსტიტუტის თანაშემწეებმა შეიმუშავეს, — წარმოიქმნა რაღაც ახალი, სისტემატიურად მოქმედი ფაქტორი; ანტონს არ აქვს არავითარი კონსტრუქტიული წინადადება, მაგრამ იგი შიშობს: აქ უკვე თეორიაზე აღარაა საუბარი, არკანარტში ტიპური ფაშისტური პრაქტიკაა, როცა მხეცები ყოველ წუთს ხოცავენ ხალხს. გარდა ამისა, რუმატა შეშფოთებულია იმით, რომ ირუკანის საზღვრის გადალახვისას გაუჩინარდა ექიმი ბუდახი, რომელიც მას იმპერიის საზღვრებს გარეთ უნდა გადაეყვანა; რუმატა შიშობს, რომ იგი რუხმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს. ექიმი ბუდახის ბედზე დონ კონდორმაც არაფერი იცის. რაც შეეხება არკანარში არსებულ ზოგად მდგომარეობას, დონ კონდორი რუმატას ურჩევს, იყოს მომთმენი და დაელოდოს, არაფერი მოიმოქმედოს და ახსოვდეს, რომ ისინი მხოლოდ დამკვირვებლები არიან.

სახლში დაბრუნებისას რუმატას მომლოდინე კირა ხვდება — გოგონა, რომელიც მას უყვარს. კირას მამა სასამართლოს გადამწერის თანაშემწეა, ძმა — მოიერიშეების სერჟანტი. კირას სახლში დაბრუნების ეშინია: მხიარული კოშკიდან მამას სისხლით მოსვრილი ფურცლები მოაქვს გადასაწერად, ძმა კი შინ მუდამ მთვრალი ბრუნდება და იმუქრება, რომ ყველა წიგნის ჭიას მოსპობს. რუმატა მსახურებს განუცხადებს, რომ ამიერიდან კირა მის სახლში მნედ იმუშავებს.

რუმატა მეფის საძინებელ ოთახში ცხადდება და რუმატების გვარის უძველესი პრივილეგიის — იმპერიის სამეფო პირთათვის საკუთარი ხელით ჩაეცვათ მარჯვენა ფეხსაცმელი, — გამოყენებით უცხადებს მეფეს, რომ განსწავლული ექიმი ბუდახი, რომელიც მან, რუმატამ, ირუკანიდან მოიხმო სპეციალურად ნეკრესის ქარით დაავადებული მეფის მოსარჩენად, როგორც ჩანს, დონ რებას რუხმა ჯარისკაცებმა დაიჭირეს. რუმატას გასაკვირად, დონ რება აშკარად კმაყოფილია მისი სიტყვებით და მეფეს ჰპირდება, რომ ბუდახს დღესვე წარუდგენს. სადილობისას მოკუნტული მოხუცებული, რომელშიც გაოგნებული რუმატა ვერასდროს ამოიცნობდა მისთვის მხოლოდ წერილებით ნაცნობ ექიმ ბუდახს, მეფეს სთავაზობს მის მიერ იქვე დამზადებული წამლის დალევას. მეფე ჯერ თვით ბუდახს უბრძანებს დალევას, შემდეგ კი თვითონაც სვამს წამალს.

ამ ღამით ქალაქში მოუსვენრობა სუფევს, თითქოს ყველა რაღაცას ელის. კირასთან სადარაჯოდ შეიარაღებული მსახურების დატოვების შემდეგ დონ რუმატა უფლისწულის საძინებელთან ღამის მორიგეობაზე მიდის.

მთავარი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანტონი, იგივე დონ რუმატა ესტორელი, რუმატა ესტორელების გვარისა, ოცდამეორე თაობის კეთილშობილი დიდებული, ისტორიკოსი დედამიწიდან, „ექსპერიმენტული ისტორიის ინსტიტუტის“ მზვერავი არკანარში 5 წლის განმავლობაში.
  • პაშკა, იგივე დონ გუგი — ანტონის სკოლის მეგობარი, „ექსპერიმენტული ისტორიის ინსტიტუტის“ ისტორიკოსი-მეთვალყურე, ირუკანის ჰერცოგის უფროსი მესაწოლე.
  • ალექსანდრ ვასილიევიჩი, იგივე დონ კონდორი — „ექსპერიმენტული ისტორიის ინსტიტუტის“ მუშაკი სოანის რესპუბლიკაში, მუშაობის სტაჟი 15 წელი.
  • კირა — დონ რუმატას შეყვარებული, 18 წლის. სასამართლოს გადამწერის თანაშემწის ქალიშვილი.
  • ბარონი პამპა — დონ რუმატას მეგობარი. სრული სახელი პამპა დონ ბაუ-ნო-სურუგა-ნო-გატა-ნო-არკანარა. მდიდარი არისტოკრატი პროვინციიდან.
  • ექიმი ბუდახი — ძირძველი ირუკანელი. იმპერიის სახელგანთქმული ტოქსიკოლოგი. იგი შეიპყრეს დონ რებას მოიერიშეებმა. მუქარის ქვეშ შექმნა საწამლავი არკანარის მეფის მოსაწამლად. მხიარული კოშკის სარდაფებიდან დაიხსნა დონ რუმატამ.
  • დონ რება — მეფე პიც მეექვსე არკანარელის პირველი მინისტრი, მოგვიანებით წმინდა ორდენის ნაცვალი არკანარის ოლქში, ეპისკოპოსი და საბრძოლო მაგისტრი.
  • დონა ოკანა — დონ რებას საყვარელი. რუმატასთან სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, დონ რებას ბრძანებით, დაიჭირეს, ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და სიკვდილამდე აწამეს.
  • არატა ლამაზი — რევოლუციონერი და პროფესიონალი მეამბოხე, მრავალი აჯანყების ხელმძღვანელი. გადაარჩინა რუმატამ შვეულმფრენის დახმარებით. ერთ-ერთი იშვიათთაგანი, ვინც რუმატას ნამდვილი ვინაობა იცის.
  • ვაგა ბორბალა — მთელი ამიერსრუტეთის დამნაშავეთა სამყაროს მეთაური. თანამშრომლობდა როგორც დონ რუმატასთან, ისევე დონ რებასთან.
  • მამა კაბანი — ადგილობრივი გამომგონებელი და ქიმიკოსი, რომელიც ალკოჰოლიზმით იტანჯება. მორალურად განადგურებულია იმით, რომ მისი გამოგონებები დონ რებამ სადამსჯელო სისტემაში გამოიყენა. ცხოვრობს ლოთის ბუნაგში. ანტონი მას არ უმალავს თავის ნამდვილ ვინაობას.
  • უნო — დონ რუმატას მსახური ბიჭუნა. წმინდა ორდენის არმიის შემოსვლის ღამეს, დონ რუმატას სახლის აღებისას, მოკლეს რუხმა მოიერიშეებმა.
  • ანკა — ანტონისა და პაშკას სკოლის მეგობარი.

ავტორის ინტერპრეტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორის სტრუგაცკის თანახმად, კირას მკვლელობა იყო შემთხვევითი შედეგი დონ რებას მცდელობისა, აეყვანა იგი ტყვედ:

ვიკიციტატა
„რამდენადაც მახსოვს, დონ რებას მიზანი კირას ტყვედ აყვანა იყო, რათა შემდგომში იგი შანტაჟისთვის გამოეყენებინა. ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა უმეტესწილად მისი ბერების საზიზღრად დაბალი დისციპლინის (რომელიც, როგორც წესი, ყველა დროისა და ხალხის ფეოდალური გაერთიანებებისთვის იყო დამახასიათებელი) გამო. გარდა ამისა, დონ რება საერთოდ არ მოელოდა, რომ რუმატა, რომელიც დილით მთვრალ ტყეში წავიდა, რაღაც სასწაულებრივი გზით მოახერხებდა სახლში აღმოჩენას.“

პროგრესორობის თემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორის სტრუგაცკი ამტკიცებს, რომ რუმატა და ნაწარმოების სხვა პერსონაჟები არ არიან პროგრესორები.

ვიკიციტატა
„ძნელია ღმერთობაში“ არ არიან პროგრესორები. იქ გვხვდებიან მხოლოდ ექსპერიმენტული ისტორიის ინსტიტუტის თანაშემწეები, რომლებიც აგროვებენ მასალას ისტორიული თანმიმდევრობების თეორიისთვის. მეტი არაფერი. ყველაფერი დანარჩენი არის მათი პირადი ინიციატივა (რომელსაც ხელმძღვანელობა არ ამართლებს!). შუადღის სამყაროში პროგრესორები ჩნდებიან მხოლოდ საუკუნის შემდეგ („დასახლებული კუნძული“, „ბიჭუნა მიწისქვეშეთიდან“)“

„ძნელია ღმერთობა“ არის მეორე ნაწარმოები შუადღის სამყაროს ციკლისა, რომელშიც განიხილება დედამიწელების მცდელობა, ჩაერიონ სხვა პლანეტების ისტორიულ პროცესში (პირველი — „გაქცევის მცდელობა“).

ეკრანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიოსპექტაკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის 21 თებერვალს რადიო „Эхо Москвы-ს“ ეთერში შედგა წიგნის მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლის პრემიერა[1]. 2005 წლის 3 ივლისიდან 21 აგვისტომდა რადიოსადგურმა „Эхо Москвы“ გაიმეორა რადიოსპექტაკლი. 2008 წელს ბორის სტრუგაცკის თანხმობის წყალობით,[2] სპექტაკლი განმეორდა ამ წლის 26 ოქტომბრიდან სპექტაკლი მესამედ გავიდა ეთერში.

რადიოსპექტაკლზე მუშაობდნენ სვეტლანა სოროკინა — ავტორის ტექსტი, სერგეი ბუნტმანი — „ისტორიული ექსკურსები“, სერგეი პახმორენკო — ბარონი პამპა, ვლადისლავ ფლიარკოვსკი — დონ რება, რამილ იბრაგიმოვი — დონ რუმატა, ალექსანდრ შავრინი — დონ კონდორი, კონსტანტინ კრავინსკი — მამა კაბანი და არატა, ლევ გულკო — დონ გუგი. დადგმის ხმის რეჟისორები იყვნენ სერგეი იგნატოვი და ალექსანდრ ცერნესი.

რადიოსპექტაკლზე მუშაობა დაიწყო 1999 წლის შემოდგომაზე[3]. 2008 წელს მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა განაცხადა, რომ სპექტაკლი „პრინციპში, თავისთვის ჩაწერეს“, მაგრამ იგი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რისთვისაც ბორის სტრუგაცკიმ შეაქო კიდეც[4]. აგრეთვე ვენედიქტოვმა მიიღო „მახინჯი გედების“ რადიოსპექტაკლის ჩაწერის უფლება[5].

კომპიუტერული თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ძნელია ღმერთობა (Hard to be a god)“ — როლური თამაში, რომლის მოქმედებაც მიმდინარეობს წიგნის სიუჟეტის დამთავრებიდან ორ წელიწადში. შემქმნელი — „Burut CT“, გამომცემელი დსთ-ს ტერიტორიაზე — „Акелла“.

გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიქმნა ლიტერატურული თამაში „ცურენის სონეტი“, რომელშიც გთავაზობენ, დაწეროთ სონეტი, რომელიც იწყება სტრიქონით „როგორც ფოთოლი შემოდგომის ეცემა სულზე“. რომანში სტრიქონი მიეწერება პოეტ ცურენს, რომლის ემიგრაციაც რუმატამ უზრუნველყო.

მინიშნებები, დამთხვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რომანის ადრეულ ვერსიებში სამეფო კარის მთავარი ინტრიგანი, დონ რება, იწოდებოდა დონ რებიად, რაც აშკარა მინიშნებაა ბერიაზე. რედაქციის მოთხოვნით[6] (სხვა ვერსია: ივან ეფრემოვის რჩევით[7]) მსგავსების შესამცირებლად პერსონაჟის სახელი შეიცვალა.
  • პროლოგში ანტონი ციტირებს ჰამლეტის მონოლოგის უკანასკნელ სტროფს. საბოლოოდ იგი მას ირუკანულად თარგმნის:
ვიკიციტატა
„რუმატა ერთხანს ცურენის ლექსების ავ-კარგზე ეკამათა, მოისმინა საგულისხმო განმარტება სტრიქონისა „როგორც ფოთოლი შემოდგომის ეცემა სულზე“, ითხოვა, რამე ახალი წაეკითხათ, ენით აუწერლად სევდიანი სტრიქონების მოსმენისას ავტორთან ერთად ამოიოხრა და გამოთხოვებისას გამოთქმით წაიკითხა ირუკანულ ენაზე „ყოფნა, არყოფნას“ საკუთარი თარგმანი.

— წმინდაო მიკა! — შესძახა ანთებულმა მამა გაუკმა, — ვისი ლექსია?

— ჩემი, — თქვა რუმატამ და ქუჩაში გავიდა.“

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რომანი თავდაპირველად იგეგმებოდა როგორც „მხიარული, უბრალოდ, სათავგადასავლო, სამუშკეტერო“, ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერის“ სტილში[8]. მოსკოვის მანეჟში თანამედროვე ხელოვნების გამოფენის ჩაშლისა და მისი შემდგომი, „აბსტრაქციონიზმსა და ფორმალიზმზე“ და სხვა პოლიტიკურ მოვლენებზე განხორციელებული, იერიშების შემდეგ, რომანის კონცეფცია კარდინალურად გადაიხედა.[9]
  • რომანში არც ერთხელ არაა ნახსენები სახელწოდება პლანეტისა, რომელზეც მიმდინარეობს მოქმედება.
  • ჯგუფმა პილიგრიმმა, ანდრეი კოვალიოვის ხელმძღვანელობით, რომანის მიხედვით დაწერა სიმღერა „ძნელია ღმერთობა“[10].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ძნელია ღმერთობა Эхо Москвы-ს საიტზე
  2. Радио ЭХО Москвы :: Без посредников, 21.09.2008 18:12: Алексей Венедиктов
  3. Радио ЭХО Москвы :: Передачи / Трудно быть Богом
  4. Радио ЭХО Москвы :: Без посредников, 27.09.2008 18:14: Алексей Венедиктов
  5. ბორის სტრუგაცკი, მწერალი და მოქალაქე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-24. ციტირების თარიღი: 2015-07-21.
  6. დმიტრი კუზმინი — „ძნელია ღმერთობა“ — არკადი და ბორის სტრუგაცკების ნაწარმოები
  7. Off-line ინტერვიუ ბორის სტრუგაცკისთან. 2002 წლის 27 მაისი (lit.absint)
  8. აბსოლუტიზმი, მხიარული მთვრალი მუშკეტერები, კარდინალი, მეფე, მეამბოხე უფლისწულები, ინკვიზიცია, სამატროსო სამიკიტნოები, გალეონები და ფრეგატები, ლამაზმანები, თოკის კიბეები, სერენადები და სხვა (ბორის სტრუგაცკი. განვლილი გზის კომენტარები (საჟურნალო ვარიანტი))
  9. ვიკიციტატა
    „Но одно стало нам ясно, как говорится, до боли. Не надо иллюзий. Не надо надежд на светлое будущее. Нами управляют жлобы и враги культуры. Они никогда не будут с нами. Они всегда будут против нас. Они никогда не позволят нам говорить то, что мы считаем правильным, потому что они считают правильным нечто совсем иное. И если для нас коммунизм -- это мир свободы и творчества, то для них это общество, где население немедленно и с наслаждением исполняет все предписания партии и правительства. Осознание этих простых, но далеко для нас не очевидных тогда истин было мучительно, как всякое осознание истины, но и благотворно в то же время. Новые идеи появились и настоятельно потребовали своего немедленного воплощения. Вся задуманная нами "веселая, мушкетерская" история стала смотреться совсем в новом свете, и БН не потребовалось долгих речей, чтобы убедить АН в необходимости существенной идейной коррекции "Наблюдателя". Время "легкомысленных вещей", время "шпаг и кардиналов", видимо, закончилось. А может быть, просто еще не наступило. Мушкетерский роман должен был, обязан был стать романом о судьбе интеллигенции, погруженной в сумерки Средневековья.“
  10. Группа Пилигрим • ტექსტი სიმღერისა „ძნელია ღმერთობა“ (სიტყვები და მუსიკა ა. კოვალიოვი)