ალექსანდრ დიუმა (მამა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსანდრ დიუმა (უფროსი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრ დიუმა.
ალექსანდრ დიუმა
Alexander Dumas père par Nadar - Google Art Project.jpg
დაბ. თარიღი 24 ივლისი 1802(1802-07-24)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ვილე-კოტრე[7] [3] [4] [8]
გარდ. თარიღი 5 დეკემბერი 1870(1870-12-05)[1] [3] [6] (68 წელი)
გარდ. ადგილი დიეპი[3]
დასაფლავებულია პარიზის პანთეონი
საქმიანობა რომანისტი, ავტობიოგრაფი, დრამატურგი, ნოველისტი, საბავშვო მწერალი, მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი
მოქალაქეობა საფრანგეთი[9]
Magnum opus „გრაფი მონტე-კრისტო“
„სამი მუშკეტერი“
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი
შვილ(ებ)ი ალექსანდრ დიუმა[10] [4] [11] და ანრი ბაუერი
ნათესავ(ებ)ი ჟერარ ბაუერი, კოლეტ დიუმა, Q30147827? და ალექსანდრე ლიფმანი
ხელმოწერა Alexandre Dumas Signature.svg

ალექსანდრ დიუმა (მამა) (ფრანგ. Alexandre Dumas, père [a.lɛk.sɑ̃dʁ dy.ma]; დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრ დიუმას მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრ დიუმა 1802 წლის 24 ივლისს დაიბადა ვილერ-კოტრეს კომუნაში, სუასონთან ახლოს (ენას დეპარტამენტი, პიკარდია, საფრანგეთი).

ალექსანდრ დიუმას ბაბუა, მარკიზი ანტუან-ალექსანდრ დავი დე ლა პაიეტრი საფრანგეთის კოლონია ჰაიტიზე არტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა. ჰაიტიზე იგი დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე მარი-კესეტ დიუმაზე, რომელმაც 1762 წელს ქვეყანას მოავლინა მომავალი მწერლის მამა, თომა-ალექსანდრ.

მარკიზს არ გასჭირვებია მულატი შვილისთვის ცხოვრების გზის გაკაფვა საფრანგეთში და მალე თომა-ალექსანდრ ნაპოლეონის არმიის გენერალი გახდა.

თომა-ალექსანდრ გარდაიცვალა 1806 წელს, როცა ალექსანდრ დიუმა 4 წლის იყო. მიუხედავად სიღარიბისა, ოჯახს გავლენიანი არისტოკრატიული კავშირები ჰქონდა. სწორედ ამ კავშირების წყალობით ოცი წლის ასაკში ალექსანდრმა მუშაობა დაიწყო პარიზში პალე-როიალის სასახლეში ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში.

კანცელარაში მუშაობის პარალელურად დიუმამ დაიწყო სხვადასხვა ჟურნალებში პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება. პირველ პიესას, „ანრი მესამე და მისი კარი“ (Henri III et sa cour, 1829), დიდი წარმატება ხვდა წილად. ასევე აღიარებულ იქნა მეორე მისი ნაწარმოებიც — „კრისტინა“ (Christine ou Stockholm, Fontainebleau et Rome, 1830).

1835 წელს გამოვიდა მისი პირველი ისტორიული რომანი „იზაბელა ბავარიელი“ (Isabel de Bavière). მას მერე გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები.

1840 წელს დაქორწინდა მსახიობ იდა ფერიერზე. მიუხედავად ამისა იგი აგრძელებდა სხვა ქალებთან შეხვედრას, რის შედეგად მას 3 უკანონო შვილი გაუჩნდა (ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ასევე წარმატებულ მწერლად იქცა). ალექსანდრი ქალებსა და ფუფუნებაზე დიდ ფულს ხარჯავდა. გამოსცა რამდენიმე ჟურნალი, დააარსა თეატრი — თუმცა მისი წამოწყებები კრახით დასრულდა. ამის გამო 1851 წელს კრედიტორებს ბრიუსელში დაემალა. 1858-1859 წლები რუსეთში გაატარა, სტუმრობდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს. 3 წელიწადი მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში იტალიის გაერთიანებისთვის.

გარდაიცვალა 1870 წლის 5 დეკემბერს, პიუის კომუნაში, დიეპთან ახლოს (ამჟამად დიეპის გარეუბანი, ზღვისპირა სენის დეპარტამეტი, ზემო ნორმანდია, საფრანგეთი).

რჩეული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118528068 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 M. Br. Dumas, Alexandre // 1911 Encyclopædia Britannica — 11 — New York City: 1911. — Vol. 8. — P. 654–656.
  4. 4.0 4.1 4.2 Narkevich A. Дюма [отец] // Краткая литературная энциклопедия მოს.: Советская энциклопедия, 1962. — ტ. 2.
  5. SNAC
  6. 6.0 6.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  7. Дюма // Энциклопедический лексикон Санкт-Петербург: 1841. — Т. 17. — С. 392–393.
  8. http://writersalmanac.publicradio.org/index.php?date=2010/07/24
  9. http://espn.go.com/nfl/draft2013/story/_/id/8919475/manti-teo-taking-indefinite-leave-twitter-according-source
  10. F. T. M. Dumas, Alexandre (fils) // 1911 Encyclopædia Britannica — 11 — New York City: 1911. — Vol. 8. — P. 656–657.
  11. З. Венгерова Дюма-сын, Александр // Энциклопедический словарь Санкт-Петербург: Брокгауз—Ефрон, 1893. — Т. XI. — С. 376–377.