შინაარსზე გადასვლა

ძმები მარტინების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძმები მარტინების სახლი
სტატუსი რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა დონის როსტოვი
ძეგლი
არქიტექტორი ნ. სოკოლოვი
გახსნა 1893
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110012000
Map

ძმები მარტინების სახლი (რუს. Дом братьев Мартын) ასევე ეწოდება წითელი სახლი (რუს. Красный домик) — ნაგებობა დონის როსტოვში. მდებარეობს ბალშაია-სადოვაიის და კრეპოსტნოვო-პერეულკის ქუჩების გადაკვეთაზე. სახლი აგებულია 1893 წელს არქიტექტორ ნ. სოკოლოვის პროექტის მიხედვით. შენობის პირველი მფლობელი იყო ბრიტანეთის ქვეშევრდომი ივანე მარტინი[1]. ძმები მარტინების სახლს აქვს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

კუთხის კოშკურა

ორსართულიანი წითელი აგურის შენობა აგებულია 1893 წელს როსტოველი არქიტექტორის ნიკოლაი სოკოლოვის პროექტის მიხედვით[1]. სახლი აგებულია ფსევდოგოთიკური მიმდინარეობის, ეკლექტიკის სულისკვეთებით[3][4]. აერთიანებს რუსულ და გერმანულ არქიტექტურულ სტილს[1]. სახლის კუთხეში დგას წვეტიანი კოშკი.

თავდაპირველად სახლის მფლობელი იყო ბრიტანეთის ქვეშევრდომი ივან მარტინი, ხოლო შემდეგ მისი ცოლი - პ. მარტინი. შემდეგ სახლი ეკუთვნოდათ მათ შვილებს - ვასილის, გიორგისა და ივანეს. მარტინების ოჯახს დონის როსტოვში ეკუთვნოდათ მექანიკური ქარხანა „ჯონ მარტინი და Кº“, რომელიც სახლის მახლობლად მდებარეობდა. 1910-იან წლებში გიორგი მარტინი იყო აშშ-ის კონსული[5].

1920-იან წლებში მოხდა ძმები მარტინების სახლის ნაციონალიზაცია. პირველ სართულზე განათავსეს სხვადასხვა დაწესებულებები, ხოლო მეორე სართულზე კომუნალური ბინები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შენობას ჩაუტარეს რესტავრაცია, რომლის შედეგადაც დაიკარგა სახურავზე არსებული ფანჯარა[5]. 1980-1990-იან წლებში შენობაში განთავსებული იყო მხატვართა სახლი, იქვე მდებარეობდა სალონი-მაღაზია, გამოფენა-ვერნისაჟი და ანტიკვარიული ფარდული.

2007 წლიდან ნაგებობა მიხეილ შოლოხოვის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ბალანსზეა, რის შემდეგაც დაიწყო მისი რესტავრაცია. იგეგმება, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ძმები მარტინების სახლში განთავსდეს მუზეუმის ფილიალი[6].

  1. 1 2 3 Донской Вавилон. Московский комсомолец (2013-08-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2013-10-27.
  2. г.Ростов-на-Дону. Объекты культурного наследия (памятники истории и культуры) государственного (федерального) значения. Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-10-27.
  3. Александр Харченко. (2013-08-13) Ремонт после реставрации?. dom.161.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-09. ციტირების თარიღი: 2013-10-28.
  4. Кукушин B. C. Эклектика // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  5. 1 2 Вера Волошинова. «Красный домик» – будущий Ростовский филиал музея-заповедника М.А. Шолохова. werawolw.ru. ციტირების თარიღი: 2013-10-27.
  6. Продолжается реставрация Дома братьев Мартын. sholokhov.ru. ციტირების თარიღი: 2013-10-27.