ალიაკმონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალიაკმონი
Aliakmonas bridge.jpg
ხიდი მდინარე ალიაკმონზე
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სათავე ვერნოსისა და გრამოსის მთები
შესართავი თერმეკოსის ყურე
40°28′53″ ჩ. გ. 22°38′27″ ა. გ. / 40.48139° ჩ. გ. 22.64083° ა. გ. / 40.48139; 22.64083
შესართავის მდებარეობა საბერძნეთი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 322 კმ
Aliakmon satellite.jpg
ალიაკმონის აუზი
ალიაკმონი — საბერძნეთი
ალიაკმონი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg ალიაკმონი ვიკისაწყობში

ალიაკმონი (ბერძ. Αλιάκμονας; სლავ. Бистрица, Bistritsa)[1][2] — მდინარე ჩრდილოეთ საბერძნეთში. სათავე აქვს ვერნოსისა და გრამოსის მთებში, ალბანეთის საზღვართან ახლოს. სიგრძე 322 კმ.

მიედინება კასტორიის, გრევენის, იმათიისა და პიერიის ნომების ტერიტორიებზე.

ზემო დინებაში მთის მდინარეა, გამოკვეთილი ღრმა ხეობით, შუა დინებაში გაედინება მთათაშორის ქვაბულში, ხოლო ქვემო დინებაში სალონიკის დაბლობზე. ერთვის ეგეოსის ზღვის თერმეკოსის ყურეს. მდინარის წყალს იყენებენ სარწყავად.

ალიაკმონზე აშენებულია ორი მსხვილი წყალსაცავი : მთის ტბა ალიაკმონასი და უფრო ქვემოთ სფიკია.

ბერძნულ მითოლოგიაში ალიაკმონი იყო მდინარის ღმერთი, ოკეანოსის შვილი. გარდა ამისა ღმერთისა (Αλιάκμον) და მდინარის სახელი (Αλιάκμωνας) შესაძლოა წარმოადგენდეს სითეზსს ძველი ბერძნული სიტყვებისა άλς (θάλασσα - ზღვა) და άκμων (αμόνι - ფორმირება, დამუშავება).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]