ძეძვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძეძვი
Paliurus spina-christi 4.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ლათინური სახელი
Paliurus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



ძეძვი (ლათ. Paliurus) — მცენარეთა გვარი ხეჭრელისებრთა ოჯახისა. ბუჩქებია. 6 სახეობა ძირითადად აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. საქართველოში გვხვდება 1 სახეობა — ჩვეულებრივი ძეძვი (ლათ. Paliurus spina-christi), რომელიც 3 მ-მდე სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ეკლიანი ბუჩქია. იშვიათად 8 მ-მდე იზრდება. აქვს მომწვანო-მოყვითალო იღლიურ მტევნებად შეკრებილი ყვავილები, ტყავისებრი, არშიაშემოვლებული, მუქი ყვითელი ან მურა-მეწამული ნაყოფი. იზრდება მშრალ, თიხნარ, ღორღიან და ქვიან ადგილებზე მთისწინეთში. ვრცლელდება ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. გვხვდება შიბლიაკის ტიპის ბუჩქნარში. ხშირად გაუვალ რაყას ქმნის. დეკორატიული ბუჩქია. იყენებენ ცოცხალ ღობედ, მის მკვრივ მერქანს კი — სახარატო საქმეში. ნაყოფი და ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ხალხურ მედიცინაში შარდმდენ საშუალებად ხმარობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძეძვი&oldid=2407166“-დან