ძერჟინსკის ქრისტეს აღდგომის ტაძარი
ძერჟინსკის ქრისტეს აღდგომის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 56°13′52″ ჩ. გ. 43°24′49″ ა. გ. / 56.23111° ჩ. გ. 43.41361° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ძერჟინსკი |
სასულიერო სტატუსი | მიმდინარეობს მშენებლობა |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1998 |
ძერჟინსკის ქრისტეს აღდგომის ტაძარი (რუს. Храм Воскресения Христова) — მშენებარე მართლმადიდებლური ტაძარი ძერჟინსკში (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი). მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.
მრევლის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა პერიოდში ქალაქის დაარსების დღიდან ეკლესია არ ყოფილა. ახლომდებარე სოფლებშიც ეკლესიები დახურული იყო. 1992 წელს წმინდა სერგის სამების ლავრაში მოღვაწე მამა ნაუმმა ანა სტეფანოვას მისცა კურთხევა შეეგროვებინა თანხები ძერზინჟსკში ეკლესიის ასაშენებლად. კურთხევა ასევე მიიღეს ჟელნინოს ხარების ეკლესიის წინამძღვრის მამა ნიკოლაი ნატაროვისაგან. პირველი თანხები შეაგროვეს საეკლესიო მაღაზიაში განთავსებულ წიგნის სახლში. შემდეგ შემოწირულობის აგროვება საბჭოთა პერიოდში ქალაქის დაარსების დღიდან ეკლესია არ ყოფილა. ახლომდებარე სოფლებშიც ეკლესიები დახურული იყო. 1992 წელს წმინდა სერგის სამების ლავრაში მოღვაწე მამა ნაუმმა ანა სტეფანოვას მისცა კურთხევა შეეგროვებინა თანხები ძერზინჟსკში ეკლესიის ასაშენებლად. კურთხევა ასევე მიიღეს ჟელნინოს ხარების ეკლესიის წინამძღვრის მამა ნიკოლაი ნატაროვისაგან. პირველი თანხები შეაგროვეს საეკლესიო მაღაზიაში განთავსებულ წიგნის სახლში. შემდეგ დაიწყეს ქალაქის მცხოვრებლებს შორის.
1993 წელს მრევლმა ღვთისმსახურებისთვის შეიძინა რკინიგზის ვაგონი. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მომავალი ეკლესიის მოწყობა. პირველი მსახურება შედგა 1994 წელს ქრისტეს ნათლობის დღეს.
1994 წლის 25 ოქტომბერს ჩადეს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის სარძიკვლის ქვა. 1995 წლის ოქტომბერში გაიხსნა საკვირაო სკოლა. პირველ შობას, 1996 წელს, ტაძარში მხოლოდ 20 ადამიანი შეიკრიბა. ამავე წელს ეკლესიაში გაიხსნა ბიბლიოთეკა.
1997 წელს დასრულდა წმინდა ტიხონისა და რუსეთის ახალმოწამეების სახელობის ხის ეკლესიის მშენებლობა. 2009 წლის 23 აპრილს ეკლესიაში ჩატარდა სააღდგომო ლიტურგია და ამ ვღესვვე ეკლესიის წინამძღვრად აკურთხეს ვიქტორ სოფრონოვი.
ტაძრის მშენებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძრის ფუნდამენტი ჩაყარეს 1990-იან წლებში. 2008 წელს დასრულდა ეკლესიის პირველი სართული. 2008 წლის 28 აპრილს მშენებარე ეკლესიაში ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის ეპისკოპოსმა გიორგიმ აღავლინა საღვთო ლიტურგია[1][2].
დასრულებული ეკლესიის სიმაღლე იქნება 65 მეტრი. 1995 წელს ეკლესიასთან გაიხსნა ქალაქში პირველი საკვირაო სკოლა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Владыка Георгий посетил в Дзержинске строящийся храм в честь Воскресения Христова (фото Б. Поварова). Нижегородская епархия.
- «На Руси всегда Храм строили всем миром, всем сообществом. Сегодня мы, сохраняя исконно российские традиции, намерены всем городом достроить Храм в честь Воскресения Христова», — мэр Дзержинска Виктор Портнов. Администрация г. Дзержинска.[მკვდარი ბმული]