ძაღლმაყვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძაღლმაყვალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ქვეგანყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  მაყვალი
ლათინური სახელი
Rubus caesius L.
სახეობები
იხ. ტექსტი

ძაღლმაყვალა (ლათ. Rubus caesius) — ხვიარა ფესურიანი ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 50-100 სმ აღწევს. ორსქესიანი, მტევნისებრ ყვავილედებად შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები და შავი მოლეგო ფერის წვნიანი რთული ნაყოფი აქვს.

გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, ცენტრალურ აზიაში, დასავლეთ ციმბირსა და კავკასიაში. საქართველოში იზრდება ტყეებში, ხეობებში, ღობეების გაყოლებაზე, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე. ძაღლმაყვალას ნაყოფი იჭმება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]