ძამა (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძამა — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ სოფელს არ იცნობენ. 1886 წლის აღწერით, აქ სახლობს 10 კომლი (77 კაცი და 61 ქალი, სულ 138 კაცი). მოსახლეობა, აღწერის მონაცემებით, მთლიანად ქართულია და გადმოსულები არიან დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, იმერეთიდან. აქ სახლობდნენ გვარები: ლომიძე და ცხოვრებაშვილი.

ამის მოსახლეობა XX საუკუნის 50-იან წლებში გადმოასახლეს ხაშურში და სოფელი მოიშალა.

ძამაში მდებარეობს ხრესილის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც გვიანფეოდალური ხანის ძეგლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 33, 26 აგვისტო, 2019, გვ., 4