შინაარსზე გადასვლა

ძალა ერთობაშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დევიზი „ძალა ერთობაშია“ საქართველოს სახელმწიფო გერბზე

ძალა ერთობაშიასაქართველოს ოფიციალური დევიზი, ავტორები ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი.[1][2]

ეს დევიზი მომდინარეობს სულხან-საბა ორბელიანის ამავე სახელობის იგავ-არაკიდან „ძალა ერთობაშია“. ამ არაკის თანახმად, ძველად ცხოვრობდა მეფე, რომელსაც ოცდაათი შვილი ჰყავდა. ერთ დღესაც, როდესაც იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მან უხმო შვილებს და სთხოვა მათ 30 ისრის მოტანა. შეკრა ისინი ერთ კონად და გადატეხა დააპირა, მაგრამ ვერ გადახეტა. შემდეგ თითო-თითოდ სცადა ისრების გატეხა, და ადვილად შეძლო ეს. ამის შემდეგ შვილებს უთხრა: „თუ ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ გაგტეხთ, როგორც მე ვერ გავტეხე შეკრული ისრების კონა. თუ დაშორდებით ერთმანეთს, ცალ-ცალკე მტერი ადვილად დაგლეწავთ“.

ამ იგავის დედააზრი სწორედ საქართველოს ოფიციალურ დევიზად გადაიქცა, რადგან ერთაინობის პრობლემა საკმაოდ ნაცნობია ქართული სახელმწიფოსთვის, ამიტომაც აირჩა ეს დევიზი საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ დევიზად: „ძალა ერთობაშია“.

ამასთან, ბელგიის სამეფოს ოფიციალურ დევიზიც მსგავსად ჟღერს: „ერთიანობა განაპირობებს ძალას“. ასევე არსებობს პოპულარული ლეგენდა კუბატზე (Kubrat ან Kurt), დიდი ბულგარეთის მმართველზე, რომელმად ისეთივე რჩევა მისცა საკუთარ შვილებს, როგორიც სულხან-საბას იგავის მეფემ. გარდა ბელგიისა და ბულგარეთისა, მსგავსი დევიზი აქვთ: ჰაიტის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასაც.

  1. საინფორმაციო გამოშვება/2004, 20 მაისი. საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (2004-05-20). ციტირების თარიღი: 2010-12-22.[მკვდარი ბმული]
  2. საინფორმაციო გამოშვება/2004, 21 მაისი. საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (2004-05-21). ციტირების თარიღი: 2010-12-22.[მკვდარი ბმული]