ცხრაწყარო (ხარულის ქედი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხრაწყარო.
ცხრაწყარო
კოორდინატები: 42°16′18″ ჩ. გ. 44°22′30″ ა. გ. / 42.27167° ჩ. გ. 44.37500° ა. გ. / 42.27167; 44.37500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარე
მცხეთა-მთიანეთის მხარე
სიმაღლე 2345 
ქედი ხარულის ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კირქვა
ცხრაწყარო (ხარულის ქედი) — საქართველო
ცხრაწყარო (ხარულის ქედი)
ცხრაწყარო (ხარულის ქედი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ცხრაწყარო (ხარულის ქედი)

ცხრაწყარომთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ხარულის ქედზე, მდინარე ლეხურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2345 მ. აგებულია ცარცული ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით და კირქვებით. სამხრეთ და დასავლეთ კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთი შედარებით დამრეცი. ცხრაწყარო შემოსილია სუბალპური ბალახეულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]