ცქიმურასებრნი
იერსახე
ცქიმურასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Osmeridae | ||||||||||||
|
ცქიმურასებრნი (ლათ. Osmeridae) — თევზების ოჯახი ქაშაყისნაირთა რიგისა. პატარა თევზებია, რომელთა სიგრძე 10-20 სმ, მასა 10-350 გ აღწევს. შეიცავს 6 გვარს და 10-მდე სახეობას. ფართოდ არიან გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. გვხვდებიან ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში. უმრავლესობა რეწვის ობიექტია. აღსანიშნავია: ჩვეულებრივი ცქიმურა (ლათ. Osmerus eperlanus), კიტრანა (ლათ. Hypomesus olidus), მოივა (ლათ. Mallotus villosus) და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 246.