ცულისპირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცულისპირა
Grass vetchling close 800.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  ცულისპირა
ლათინური სახელი
Lathyrus

ცულისპირა (ლათ. Lathyrus) — ერთ და მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მთავარი ღერო ოთხწახნაგოვანია, ფოთოლი წყვილფრთართული, ყვავილედი 2-8 მოყვითალო-მომწვანო ყვავილია. ნაყოფი ორფრთიანი პარკია, რომელშიც 5-მდე უსწორო, ცულისებრი მარცვალია.

მოჰყავთ სამარცვლედ, მწვანე საკვებად და თივად. 100 კგ მწვანე მასა შეიცავს 15,8 საკვებ ერთეულს და 3,6 კგ მონელებად ცილას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]