ცოფიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„ცოფიანები“ (ფრანგ. Enragés) — საფრანგეთის რევოლუციის (1789-1794 წწ.) პერიოდში რევოლუციონერთა (ჟაკ რუ, ჟან ვარლე, თეოფილ ლეკლერკი და სხვა) იმ მცირე ჯგუფის სახელწოდება, რომელიც ქალაქის პლებეების იდეოლოგად გამოდიოდა. მოითხოვდნენ ტერორს კონტრრევოლუციონერთა, ვაჭართა წინააღმდეგ, მაქსიმუმის შემოღებას და სხვა. აკრიტიკიებდნენ იაკობინელთა 1793 კონსტიტუციას.

ვიკიციტატა
„თავისუფლება მირაჟია, როდესაც ერთ კლასს შეუძლია მოკლას მეორე, თანასწორობა მხოლოდ მოჩვენებითია, როდესაც მდიდარს მოსყიდვის მეოხებით უფლება აქვს განაგოს თავის მსგავსთა სიკვდილ-სიცოცხლე. რესპუბლიკა ცარიელი სიტყვაა, როდესაც ყოველდღიურად მოქმედებს კონტრრევოლუცია, რომელიც პროდუქტებზე აწესებს ფასებს, მიუწვდომელს მოქალაქეთა სამი მეოთხედისათვის.“

— აცხადებდა ჟაკ რუ 25 ივნისს კონვენტში. „ცოფიანების“ მოთხოვნათა ზედმეტმა რადიკალობამ განაპირობა მათსა და იაკობინელებს შორის ბრძოლა და „ცოფიანების“ განადგურება (1793 წელი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]