ცნობილ ადამიანთა ენციკლოპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2008 წლის გამოცემა

ცნობილ ადამიანთა ენციკლოპედიაქართული თემატური, არაანბანური, უხვად ილუსტრირებული ენციკლოპედია, გამოცემულია 2008 წელს (განახლებული 2009 წ.) გამომცემლობა ქარჩხაძის მიერ. ენციკლოპედია მოიცავს 800 სტატიას და ოქსფორდის ამავე სახელწოდების მქონე რედაქციის მიხედვით არის გამოცემული. ქართულ წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ დედნისეული გამოცემა ყოველ ქვეყანას საშუალებას აძლევს თარგმნისას თავისი ცნობილი ადამიანები ჩაამატოს. ამ მხრივ არც ქართული გამოცემაა გამონაკლისი.

თემატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად მცირე მოცულობისა, გამოცემა სულ 256 გვერდიანია, ცნობილ ადამიანთა ენციკლოპედია ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში მსოფლიო ისტორიაში შესული არაერთი მნიშვნელოვანი პიროვნების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. გამოცემა მიმოიხილავს როგორც ლიდერების, ხელოვანების, მკვლევრების, მეცნიერების, გამომგონებლების, ლიტერატორების, მუსიკოსების, მომღერლებისა და მსახიობების, ასევე სპორტსმენებისა და საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი მოღვაწეების ბიოგრაფიებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცნობილ ადამიანთა ენციკლოპედია, 2009.