დავით ციციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ციციშვილი, დავით)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ციციშვილი.

დავით (დიმიტრი) ნიკოლოზის ძე ციციშვილი (დ. 26 ოქტომბერი, 1901, ტაშკენტი — გ. 5 ნოემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი გრაფიკოსი, ქართული ხალხური დეკორატიული ხელოვნების მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს სახალხო მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სამხედრო პირის ოჯახში. სწავლობდა განჯის, კრონშტადტის, პეტერბურგის, ხოლო 1918 წელს კი დაამთავრა თბილისის მეოთხე გიმნაზია. შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-მექანიკურ ფაკულტეტზე, რომელსაც მეოთხე კურსიდან თავი დაანება და დაიწყო მხატვრად მუშაობა მიწათმოწყობის სახალხო კომისარიატში, სადაც იღებდა ასლებს კუსტარული მრეწველობის განყოფილებაში. 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ის იყო ი. შარლემანის მოწაფე. 1935-1973 წლებში მოღვაწეობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1959 წელს დააარსა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1973 წლიდან მუშაობდა თსუში, ცოციშვილმა აღადგინა ტიხრული მინანქრის, ლურჯი სუფრისა და ძველი ქართული ფერადი დაჩითვის ტექნოლოგია. მას ეკუთვნის ა. ბარბიუსის, ა. გრიბოედოვის, ა. ბელიაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ს. აინის და სხვთა ნაწარმოებების ილუსტრაციები. ავტორია წიგნისა ხალხური რეწვის ტექნოლოგია.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 396, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]