ბერნარ კლერვოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერნარ კლერვოელი
Bernard de Clairvaux
Bernhard von Clairvaux (Initiale-B).jpg
დაიბადა სავარ. 1091[1] [2] [3]
დიჟონი[4]
გარდაიცვალა 20 აგვისტო 1153[1] [2]
კლერვოს სააბატო[1] [2]
ხსენების დღე 20 აგვისტო
მოღვაწეობა თეოლოგი, მწერალი, ფილოსოფოსი, ეკლესიის მსახური და ჰიმნების შემქმნელი[5]
ენა ფრანგული ენა და ლათინური ენა
მეუღლე
ქრისტე ეცხადება ბერნარ კლერვოელს, ფრანცისკო რიბალტა

ბერნარ კლერვოელი (ფრანგ. Bernard de Clairvaux, ლათ. Bernardus Claraevallensis); დ. 1090/1091, ფონტენი, დიჟონი, ბურგუნდია — გ. 20 აგვისტო, 1153, კლერვო, შამპანი) — ფრანგი ბერი, ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ქრისტიანი მისტიკოსი, კლერვოს მონასტრის აბატი და ცისტერციანელთა ორდენის რეფორმატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერნარის მშობლები ბურგუნდიის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ. ის იყო მესამე ვაჟი ოჯახში შვიდი შვილიდან. ცხრა წლის ასაკში გააგზავნეს სასწავლებლად კოტ-დ’ორში, შატილონის სკოლაში. ბერნარს საკმაოდ კარგი გემოვნება ჰქონდა ლიტერატურაში და საკუთარ თავს პოეზიით დაკავების ნებასაც აძლევდა ხოლმე. ოცი წლის ასაკში გაწევრიანდა ცისტერციანელთა ორდენში, სადაც თავისი ასკეტიზმით ყურადღება მიიპყრო. 1115 წელს დააარსა კლერვოს მონასტერი, რომლის აბატიც თვითონ გახდა. სწორედ მისი ძალისხმევით გაძლიერდა ცისტერციანელთა ორდენი და მისი საძმოს რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა.

ბერნარი გარდაიცვალა კლერვოში 1153 წლის 20 აგვისტოს. წმინდანად იქნა შერაცხილი რომის პაპ ალექსანდრე III-ის მიერ 1174 წლის 18 იანვარს, ხოლო 1830 წელს რომის პაპმა პიუს VIII-მ იგი ეკლესიის მასწავლებლად (Doctor Ecclesiae) გამოაცხადა.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • De Gradibus Superbiae
  • De amore Dei
  • De Gratia et Libero Arbitrio
  • De Officiis Episcoporum
  • In laudibus Virginis Matris
  • Liber ad milites Templi de laude novae militiae
  • Liber de diligendo Deo
  • Liber de gratia et libero arbitrio
  • Vita S. Malachiae episcopi
  • Sermones sancti Bernardi abbatis Claraevallis super Cantica canticorum

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Бернард Клервосский // Археология — БюхнерСанкт-Петербург: 1901. — Т. 2. — С. 403–406.
  2. 2.0 2.1 2.2 Г. Риман Бернар из Клерво // Musiklexikon: Перевод с 5-го немецкого издания / под ред. Ю. Д. ЭнгельМосква: Музыкальное издательство П. И. Юргенсона, 1901. — Т. 1. — С. 113.
  3. Бернард Клервоский // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСанкт-Петербург: Брокгауз—Ефрон, 1892. — Т. IIIа. — С. 560–561.
  4. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118509810 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. https://mormonarts.lib.byu.edu/people/bernard-of-clairvaux/