ცირა ბარბაქაძე
ცირა ბარბაქაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 იანვარი, 1965 ხაშური, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ქართველი მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი, პოეტი |
ცირა ბარბაქაძე (დ. 29 იანვარი, 1965, ხაშური, საქართველოს სსრ) — ქართველი პოეტი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი.[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცირა ბარბაქაძე დაიბადა 1965 წლის 29 იანვარს.
1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ქართველური ენები, 2004 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ქართული მჭევრმეტყველების ლინგვოპრაგმატიკა.
სხვადასხვა დროს იყო: რიტორიკისა და ზოგადი ენეთმეცნიერების კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის სენატის წევრი.
1996-1998 წლებში იყო ქართული საენათმეცნიერო გაზეთის — „სიტყუაი“ — მთავარი რედაქტორი და გამომცემელი,
1998-2002 წლებში — „ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის“ სერიის პასუხისმგებელი მდივანი. 2006 წლიდან არის სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი. 2010 წლიდან არის სემიოტიკის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი.
ცირა ბარბაქაძემ სემიოტიკის კვლევით ცენტრში დააარსა სერია: „სემიოტიკური თარგმანები“, რომელიც აერთიანებს შემდეგ გამოცემებს: როლან ბარტის „წერის ნულოვანი დონე“, იური ლოტმანის „მოაზროვნე სამყაროთ შიგნით“, ხოსე ორტეგა-ი-გასეტის „ადამიანი და ხალხი“.
შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცირა ბარბაქაძემ 2014 წელს გამოსცა ფენტეზის ჟანრის პირველი პოეტური კრებული, რომელშიც ქართველი ავტორები შევიდნენ.
იგი არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი:
- „ლექსები“ (1996 წელი);
- „გამოაღეთ სარკმელი“ (2003 წელი);
- „დუმილის ა(მ)ბები“ (2008 წელი);
- „უცხო ქალაქი“ (2011 წელი).[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ცირა ბარბაქაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ცირა ბარბაქაძე[მკვდარი ბმული]
- ცირა ბარბაქაძე — სტატიები