ცვილიანა (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ცვილიანა
Myrica pensylvanica fruit(01).jpg
პენსილვანიური ცვილიანა (M. pensylvanica)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  ცვილიანასებრნი
გვარი:  ცვილიანა
ლათინური სახელი
Myrica L., 1753

ცვილიანა (ლათ. Myrica) — მცენარეთა გვარი ცვილიანასებრთა ოჯახისა. მცირე ზომის ხეები ან ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული მთლიანი ფოთლები, რომლებზეც განლაგებულია წვრილი არომატული ჯირკვლები. ყვავილები მარტოული ან თავთავისებრ ყვავილედში შეკრებილი, პატარა, ჩვეულებრივ მარტოული და ყვავილსაფრის გარეშეა. მტვრიანა 2-დან 20-მდეა; ნასკვი ზედა და ერთბუდიანია, შედგება ორი ნაყოფფოთოლისგან, აქვს ერთი თესლკვირტი. ნაყოფი კურკიანასებრია. 50-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროში. დეკორატიულ ბუჩქებად ზრდიან ამერიკულ სახეობებს (M. pensylvanica, M. cerifera). რამდენიმე ტროპიკულ სახეობას საჭმელად ვარგისი ნაყოფი აქვს.[1]

თანამედროვე კვლევების თანახმად, სახეობათა ნაწილი ახალ გვარშია (Morella) განთავსებული.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Скворцов А. К. Восковница // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.
  2. Huguet, Valérie; Gouy, Manolo; Normand, Philippe; Zimpfer, Jeff F.; Fernandez, Maria P. (მარტი, 2005). „Molecular phylogeny of Myricaceae: a reexamination of host–symbiont specificity“. Molecular Phylogenetics and Evolution. 34 (3): 557–568. doi:10.1016/j.ympev.2004.11.018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)