ცვილიანასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ცვილიანასებრნი
Myrica-gale-foliage-male-catkins.jpg
Myrica gale
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  ცვილიანასებრნი
ლათინური სახელი
Myricaceae A.Rich. ex Kunth, 1817
გავრცელება
Myricaceae Distribution.svg

ცვილიანასებრნი (ლათ. Myricaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ბუჩქები და ტანდაბალი ხეებია. იზრდებიან მჟავე ჭაობიან ნიადაგებზე და ზღვისპირა ზოლში.[1] ფოთლები უბრალოა, მთლიანკიდიანიდან და მეტ-ნაკლებად დაკბილულიდან ფრთისებრ-ჩაჭრილამდე, ხშირად თანაფოთლის გარეშე, ჩვეულებრივ — არომატული ჯირკვლებით, რომლებიც გამოყოფენ ცვილისებრ ნივთიერებას; განლაგებული არიან მორიგეობით.[2] მათი ფესვების კოჟრებში აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიებია.[1] ყვავილები ხშირად ერთსქესიანი, პატარა, ყვავილსაფარს მოკლებული და მჭადა ყვავილედში შეკრებილია. ნაყოფი ასევე პატარა და კურკიანასებრია,[2] დაფარულია ჯირკვლებით ან ცვილისებრი ნაფიფქით. ოჯახში 3 გვარი და 60-მდე სახეობაა. კარგად არიან გავრცელებული ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში (ავსტრალიის გარდა). ცარცულ და უფრო გვიანდელ დანალექებში ხშირად გვხვდება ნამარხი ცვილიანები. ზოგი სახეობის ნაყოფი იჭმება, მისგან იღებენ მცენარეულ ცვილს, სამკურნალო ნივთიერებებს.[1] ზოგიერთი სახეობა გამოიყენება ქვიშების გასამაგრებლად და დაჭაობებული ტერიტორიების გასამწვანებლად.[2]

გვარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ცვილიანასებრნი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 208.
  2. 2.0 2.1 2.2 Кирпичников М. Э. Восковниковые // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.