ცდა (ალმანახი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„ცდა“ — ყოველწლიური ლიტერატურული ალმანახი. გამოდიოდა 1889–1891 წლებში ქუთაისში. გამომცემლები – ალექსანდრე გარსევანიშვილი (წიგნი I) და საზოგადოება „ქართული მწერლობის მოყვარენი“ (წიგნი II და III). ალმანახთან თანამშრომლობდნენ: გიორგი წერეთელი, დუტუ მეგრელი, სილოვან ხუნდაძე, გრიგოლ ვოლსკი, დავით კარიჭაშვილი, პ. კვიცარიძე. მხატვრული ნაწარმოების გვერდით მასში ქვეყნდებოდა ისტორიული წერილი, სოციოლოგიური გამოკვლევა, ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა. „ცდაში“ დაიბეჭდა ქართული ხალხური სიტყვიერების ნუმუშები, ჰომეროსისა და უილიამ შექსპირის ნაწარმოებთა თარგმანები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული მწერლობა : ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. I, თბ.: „განათლება“, 1984. — გვ. 412.