ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკა — საბჭოთა რესპუბლიკა 1918 წელს რსფსრ-ში. გამოაცხადა ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოების ყრილობამ 1918 წლის 7 ივლისს ეკატერინოდარში. აერთიანებდა ყუბან-შავი ზღვის, თერგის და სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკებს, შედიოდა რსფსრ-ში. 1918 წლის 17 აგვისტოს თეთრი არმიის მიერ ეკატერინოდარის დაკავების შემდეგ დედაქალაქი გადაიტანეს პიატიგორსკში. 1918 წლის დასასრულს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა თეთრი მოძრაობა. დეკემბერში რესპუბიკა გაუქმდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]